გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2019
საქმის ნომერი
180210117002138966
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/621-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.02.2019 წ. ქ. მცხეთა

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი

სხდომის მდივანი ბელა ოჩიაური

მოსარჩელე - სს „პ-პ დ--------ა“

წარმომადგენელი - ეკ--------- მა---–---------

მოპასუხე - ზუ----- პა---–---–-

წარმომადგენელი - ნ--ა ფა-------–---–-

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა:

ზუ----- პა---–---–- სს „პ-პ დ--------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს:

1.1. მისი ბრალეული ქმედებიდან გამომდინარე 2017 წლის 17 იანვარს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, დამზღვევის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანების გამო, სს „პ-პ დ--------ა“-ს მიერ დამზღვევის სასარგებლოდ ანაზღაურებული თანხის 8439.00 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

სს „პ-პ დ--------ა“-ს და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის 201- წლის 18 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N------- ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოხდა დამზღვევის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების დ--------ა. 2017 წლის 17 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დამზღვევის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი ,,Toyota Camry", სახ. ნომრით B----- VV. საპატრულო პოლიციამ, ინციდენტში მონაწილე ,,Honda CRV"-ს მარკის/მოდელის ავტომობილის მძღოლი ზუ---- პა---–---–- ცნო ბრალეულად ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენაში და შეუდგინა ადმ.საჯარიმო ქვითარი. დამზღვევის კუთვნილი დაზიანებული ავტომობილის შეკეთების ხარჯმა შპ- ,,ტ-------- ცენტრი ტეგეტას" მიერ შედგენილი ხარჯთაღიცხვის თანახმად, შეადგინა 8439 ლარი.

 

ვინაიდან სს „პ-პ დ--------ა“-მ მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურა დამზღევს, სსკ-ის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ის უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისათვის მის მიერ დამზღვევის სასარგებლოდ გადახდილი თანხის დაკისრება. მიუხედავად მოთხოვნისა, მოპასუხე თავს არიდებს ვალდებულებას მოსარჩელეს აუნაზღაუროს ზიანი.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ზუ----- პა---–---–-- წარადგინა შესაგებელი და არ სცნო სარჩელი. მისი განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა მის ბრალით, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე ავტომბილის მძღოლმა, ბა----- ბე---------- მას აუნაზღაურა 400 ლარი. შემაჯამებელ პოზიაციად მოპასუხემ სასამართლოს მოახსენა, რომ მოპასუხეს არ გააჩნია ვალდებულება მოსარჩელეს აუნაზღაუროს მოთოვნილი თანხა, ვიანიდან სად--------ო შემთხვევა მოხდა მას შემდეგ, რაც მოსარჩელესა და დამზღვევს შორის 201- წლის 18 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებული სად--------ო შემთხვევის მომსახურების ვადა იყო ამოწურული. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ უთითებს თუ რის საფუძველზე იკისრა ვალდებულება დამზღვევისათვის აენაზღაურებინა სადაზღევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი, ხოლო შემდგომ კი ამ ზიანის ანაზრაურება მოეთხოვა მისთვის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „პ-პ დ--------ა“-ს და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის 201- წლის 18 დეკემბერს გაფორმდა დ--------ის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდა დამზღვევის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების დ--------ა. მათ შორის ავტომობილის ,,Toyota Camry", სახ. ნომრით B----- VV დ--------ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- 201- წლის 18 დეკემბრის სად--------ო ხელშეკრულება

- სატენდერო დომუნეტაცია

 

3.1.2. 2017 წლის 17 იანვარს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. დამზღვევის კუთვნილ ,,TOYOTA CAMRY" მარკის/მოდელის ავტომობილს, სახ.ნომრით - B----- VV შეეჯახა ზუ----- პა---–---–-ს კუთვნილი ,,HONDA CRV" მარკი/მოდელის ავტომობილი, სახ. ნომრით - YVV 176, რომელსაც ხსენებულ დღეს მართავდა ეს უკანასკნელი. ბრალეული მძღოლი, კერძოდ მოპასუხე ზუ---- პა---–---–- საქართველოს ასკ-ის 125-0-0 მუხლით გათვალისწინებული გააცდომის ჩადენისთვის დაჯარიმდა 250 ლარით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმი და მისი დანართი

- 2017 წლის 17 იანვარს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი N ეი7--801

 

3.1.3. ზემოხსენებული ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის ,,TOYOTA CAMRY"-ს აღდგენის ხარჯმა შეადგინა 8439 ლარი. მოსარჩელემ 2017 წლის 20 იანვარს მიიღო დადებითი გადაწყვეტილება (N2-------) ავტომობილის აღდგენისთვის საჭირო ხარჯის ანაზღაურების შესახებ და ხსენებული თანხა 2017 წლის 23 იანვარს დამზღვევის სასარგებლოდ სრულად აუნაზღაურა შპ- ,,ტ-------- ცენტრი თ------ს".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- პ-პ დაზღევას 20.01.2017 გადაწყვეტილება N2-------

- შპ- „ტ-------- ცენტრი თ------“-ს მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა

- ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ქვითარი(საგადასახადო დავალება N20831)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხემ სადავო გახადა მისი ბრალის არსებობა ავტოსაგზაო შემთხვევაში. მისი განმარტებით, ბა----- ბე-------- (პირი რომელიც მართავდა TOYOTA-ს მარკის ავტომობილს) სთხოვდა ეღიარებინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მისი ბრალით. ბა----- ბე--------მ გადასცა 400 ლარი, რომლითაც ზუ----- პა---–---–- უნდა გადაეხადა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით და შეეკეთებინა ავტომანქანა. ასევე, მოსარჩელე უთითებს ზიანის ოდენობაზე - 8439.00 ლარზე, რომელიც აუცილებელი გახდა დამზღვევის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის შესაკეთებლად. მოპასუხე არ ეთანხმება აღნიშნულ გარემოებას. მან სადავო გახადა ხარჯების გონივრულობა. მოპასუხის მითითებით, გაურკვეველია, დაზიანებული ნაწილები აღდგენილია თუ შეცვლილია ორიგინალი და ძვირადღირებული ნაწილებით ან რატომ გახდა საჭირო ისეთი ნაწილების შეცვლა, რისი დაზიანებაც არ მომხდარა ამ შეჯახების შედეგად. მოპასუხემ შესაგებელში, ასევე, მიუთითა დოკუმენტების სიყალბის შესახებ.

 

3.2.2. მოპასუხე სადავოდ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ დამზღვევის სასარგებლოდ შპ- „ტ-------- ცენტრი თ------“-სთვის დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ხარჯის 8439 ლარის ანაზღაურების ფაქტს. ვიანიდან მას მიაჩნია, რომ მზღვეველსა და დამზღვევს შორის 201- წლის 18 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მომხდარი სად--------ო შემთხვევა და არა 2017 წლის 7 იანვარს მომხდარი შემთხვევა, რამეთუ ეს გარემოება ცალსახად არის მითითებული ამ ხელშეკრულების 2.1 ქვეპუნქტში.

 

მოსარჩლეს აღნიშნული პოზიციის გამაბათილებელი არც პოზიცია გამოუთქვამს და არც რაიმე მტკიცებულება წარუდგენია სასამართლოში. მოსარჩელემ განმარტა, რომ მისთვის უცნობია „პ-პ დ--------ა“-ს და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის გაგრძლედა თუ არა 201- წელს დადებული ხელშეკრულება ან 2016 წელს გაფორმდა თუ არა ახალი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ავტომობილების დაზღევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპ- და სამართლიანი განაწილებაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადავოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.

 

სასამართლოს შეფასებით მოსარჩელემ მის მიერ საამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ და დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ წინაპირობას წამოადგენს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიანია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 8439.00 ლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 799-ე, 832-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ იმ საკითხის გადაწყვეტა, არის თუ არა სარჩელი საფუძვლიანი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, კერძოდ: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). თუკი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც, ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხოლო, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულება წარმოადგენს ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ. ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია ფორმალური და მატერიალური პირობების არსებობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799.1-ე მუხლის თანახმად, დ--------ის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სად--------ო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

დ--------ის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი (სინალაგმატური), კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სად--------ო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სად--------ო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დ--------ის ხელშეკრულების საგანია მზღვველის მიერ დამზღვევისათვის სად--------ო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დ--------ის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს,მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

სასამართლოს მიაჩნია, განმარტოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის შინაარსი, რომელიც ეხება სუბროგაციის პრინციპ-. ასეთ დროს დელიქტურ ვალდებულებაში ხდება კრედიტორის შეცვლა, ხოლო თვით ვალდებულების არსი უცვლელი რჩება. ამასთან, დელიქტურ ვალდებულებაში დამზღვევის მზღვეველით შეცვლის აუცილებელი წინაპირობაა ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის არსებობა და მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სად--------ო თანხის გაცემა.

 

ამავე კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v Netherlands par.61; Garcia Ruiz v Spain (GC) par.26; Jahnke and Lenoble v France (dec); Perez v France (GC), par. 81; Hirvisaari v Finland,§32). შესაბამისად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

სასამართლოს შეფასებით დავის გადაწყვეტისათვის არსებითად მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხს წამოადგენს დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებანი, რაც უკავშირდება სს „პ-პ დ--------ა“-ს და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის 201- წლის 18 დეკემბერს დადებული სადავოდ გამხადრი ხელშეკრულების შინაარსს ავტოსატრანსპორტო საშუალების სად--------ო მომსახურების მოქმედების ფარგლების თაობაზე.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 806-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს დ--------ის დაწყების და დამთავრების დროს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დ--------ა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე. ამასთან, ხელშეკრულებიც ცალკეული პუნქტები/ქვეპუნქტები შეიძლება აგრეთვე შეიცავდეს მითითებას სხვა დმატებითი ვადების შესახებაც, რაზეც ანალოგიური წესი ვრცელდება, თუ ხელშეკრულებითვე სხვა წესი არ არის დადგენილი.

 

საქმეში წარმოდგენილი, 201- წლის 18 დეკემბერს დადებული ავტოტრანსპორტის დ--------ის(66514110) გამარტივებული ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------- ხელშეკრულების მე-2 პუნქტი განსაზღვრავს თუ რას წარმოადგენს ხელშეკრულების საგანი. ამ პუნქტის პირველი ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანია: მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ხელშეკრულების დანართების შესაბამისად, შემსყიდველის კუთვნილი 100 (ასი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სად--------ო მომსახურება 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო განმარტავს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით, ნების განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვა-სიტყვითი აზრიდან. მოცემულ მუხლში საუბარია ნების გამოვლენის განმარტებაზე, ივარაუდება, რომ უნდა დადგინდეს მისი შინაარსი, ე.ი. იმ ნების შინაარსი, რომელიც უკვე გარეთაა გამოხატული. გამოვლენილი ნების განმარტება კი გონივრული განსჯით და გამონათქვამის სიტყვა-სიტყვითი აზრიდან დგინდება.

 

ამავე კოდექსის 338-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებაში ურთიერგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს. ხელშეკრულების განმარტების საკითხი დგება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამები ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია. აგრეთვე, როცა მისი შინაარსი შესწორებასა და შევსებას მოითხოვს. ხელშეკრულებათა პირობები იმგვარად უნდა იქნეს განმარტებული, რომ ყველა მათგანს მიეცეს მნიშვნელობა და არა რომელიმე მათგანს წაერთვას ძალა.

 

ხელშეკრულების განმარტების საფუძვლებთან დაკავშირებით საინტერესოა ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების (დებულებების) 5:101-5:107 მუხლების დანაწესები, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული (სუსგ 23.02.201- საქმე №ას-1144-1090-2014).

 

სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხე მხარის მოტივაციას სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ და განმარტავს შემდეგს:

 

მოსარჩელესა და საქართველოს პარტლამენტის აპარატს შორის 201- წლის 18 დეკემბერს დადებული ავტოტრანსპორტის დ--------ის შესახებ ხელშეკრულების 2.1 ქვეპუნქტი კონკრეტულად/არაორაზროვნად განსაზღვრავს ავტოტრანსპორტის დ--------ის მომსახურების ვადას, რაც მოიცავს 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. შესაბამისად, ანაზღაურებას დაექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რაც გამოწვეული იქნება ზემოხსენებულ ვადაში მომხდარი სად--------ო შემთხვევის შედეგად.

 

უდავოა, რომ სად--------ო შემთხვევას ადგილი ჰქონდა ზემოხსენებული ხელშეკრულებით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდგომ - 2017 წლის 17 იანვარს. შესაბამისად, ამ სად--------ო შემთხვევის შედეგად დამზღვევისათვის მიყენებული ზიანი როგორც წესი არ უნდა დაექვემდებაროს მზღვეველის მხრიდან ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ანაზღაურებას, რაც თავის მხრივ უსაფუძვლოს ხდის მის უფლებას დამზღვევის სასარგებლოდ გაწეული ხარჯის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლზე მითითებით მოითხოვოს ზიანის გამომწვევი სუბიექტისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ხოლო, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არ დასტურდება ისეთი ვალდებულების არსებობის ფაქტი, რომლის ძალითც მოსარჩელე უფლებამოსილია მოპასუხისგან მოითხოვოს რაიმე თანხის ანაზღაურება, რამეთუ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წეარუდგინა მყარი და დამაჯერებელი არგუმენტი თუ რა გახდა საფუძველი იმისა, რომ მოსარჩელემ(მზღვეველმა) დამზღვევის სასარგებლოდ შპ- ,,ტ-------- ცენტრი ტეგეტას" აუნაზღაურა დამზღვევის კუთვნილი, დაზიანებული ავტომობილის აღდგენისათვის საჭირო თანხა 8439 ლარის ოდენობით, იმ პირობებში, როდესაც სადავო ხლშეკრულების 2.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სად--------ო მომსახურების ვადა იყო ამოწურული სად--------ო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. ეს უკანასკნელი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის თანახმადაც, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელეს ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი, რომლის დაძლევაც მან ვერ მოახერხა, რამეთუ მას სასამართლოში არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დამზღვევთან სად--------ო მომსახურების ვადის გაგრძელების ან მსგავსი შინაარსის ახალი ხელშეკრულების დადების ფაქტს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაუკმაყოფილებლობის გამო ამ საქმეზე 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს „პ-პ დ--------ა“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ზუ----- პა---–---–- (პ/ნ 3----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: მცხეთა, სოფელი მუხრანი, ს/კ: 7-.09.1-.2-- გასხვისების უფლება;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი