გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/646-18
160210018002529783
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი“
წარმომადგენელი - თამაზ კიკიანი (არ გამოცხადდა)
მოპასუხეები - კა----------------ი, აგ--–-----------ი, ად--–-------------ა, აი---------------ა, ელ----------------, ზე-------------------- და სა----------------ი (არ გამოცხადდნენ)
ადვოკატი - ომ----------------–--ვი (არ გამოცხადდა)
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. მოპასუხეებს მოსარჩელე სს "კრ----------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5473.58 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 3520 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი 751.45 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი 81.76 აშშ დოლარი, საკომისიო 14.42 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა (0.27%) 929.95 აშშ დოლარი და ჯარიმა (5%) 176 აშშ დოლარი.
1.2. მოსარჩელის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დავალიანების გადასახდელად გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი მა-------–ი, სოფელი აღ-------–ო, საკადასტრო კოდით: 83.12.03.8--. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების კა----------------ის, აგ--–-----------ის, ად--–-------------ას, აი---------------ას, ელ----------------ს, ზე--------------------სა და სა----------------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელესა და კა----------------ს შორის 240 თვის ვადით - 2034 წლის 22 აგვისტომდე გაფორმდა ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურების შესახებ, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება პერიოდულად განეხილა მსესხებლისათვის სესხის გამოყოფის საკითხი. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის მაქსიმალური ოდენობა - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა გაცემულიყო სესხი პერიოდულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით. ამავედროს, აღნიშნული ხელშეკრულების 5.2 მუხლის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული დოკუმენტები (იპოთეკა, გირავნობა, თავდებობა, საბანკო გარანტია, სესხის და სხვა ხელშეკრულებები) წარმოადგენს ამ ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.
იმავე დღეს, სესხის ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მის ფარგლებში გასაცემი (გაცემული) სესხების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა კა----------------ის, აგ--–-----------ის, ად--–-------------ას, აი---------------ას, ელ----------------ს, ზე--------------------სა და სა----------------ის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი მა-------–ი, სოფელი აღ-------–ო საკადასტრო კოდით: 83.12.03.8--. იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას აგ--–-----------ს, ად--–-------------ას, აი---------------ას, ელ----------------ს, ზე--------------------სა და სა----------------ს წარმოადგენდა თავად მსესხებელი კა----------------ი.
იპოთეკის ხელშეკრულების 5.3.3 მუხლის თანახმად, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია, თუ მსესხებელი არ გადაიხდის ამ ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ სესხებს, დარიცხულ სარგებელსა და ჯარიმას;
ამავე დროს ხელშეკრულებების 5.11 მუხლის თანახმად: იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას /კრედიტორის/ იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას;
2014 წლის 22 აგვისტოს სესხის ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელესა და მსესხებელ კა----------------ს შორის, 2015 წლის 26 აგვისტოს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა ისესხა 4120 აშშ დოლარი, 23 თვის ვადით - 2017 წლის 7 აგვიტოს ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 3.8 მუხლის თანახმად, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 2.58%-ს. სესხის ხელშეკრულების 3.9 მუხლის საფუძველზე კი გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% (არანაკლებ 2 ლარისა), ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% (მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე).
სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა (რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით), ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად (სს" კრ----------ი"-ს მსესხებებლების სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი"-ში; "საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები"-ს შესახებ შეთანხების 4.3.2. პუნქტის ასევე 28.11.14 შეთანხმების თანახმად ნათლად სჩანს, რომ სადაზღვევო პრემიას იხდის დამზღვევი, ანუ სს ,,კრ----------ი", შესაბამისად, გადახდის გრაფიკში მითითებული თანხა მსესხებელმა უნდა გადაუხადოს მოსარჩელს); ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, "გამსესხებელი" უფლებამოსილია მოსთხოვოს "მსესხებელს", სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით.
მსესხებელს ჰყავს თავდებები. კერძოდ: ელ----------------, ად--–-------------ა, აი---------------ა, ზე--------------------, აგ--–-----------ი და სა----------------ი, რომლებთანაც დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები. ხელშეკრულებებით, თავდებმა პირებმა (მოპასუხეებმა) იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. თავდებობის ხელშეკრულებების 2.1 მუხლით, მხარეებმა ზუსტად განსაზღვრეს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის ჯამი, რაც ჯამში შეადგენს 6030 აშშ დოლარს (აქედან ძირი თანხა მაქსიმუმ 4120 აშშ დოლარი, პროცენტი -1760 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა -135 აშშ დოლარი, მომსახურების ყოველწლიური გადასახდელი - 15 აშშ დოლარი) ლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს.
მოსარჩელის განმარტებით, თავდებებთან გაფორმებულ თავდებობის განცხადებებსა და ხელშეკრულებებზე არ არის დასმული მათი გაფორმების თარიღები, რაც აშკარა ტექნიკური ხარვეზია. აღნიშნული თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები რომ ნამდვილად 2015 წლის 26 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებაზეა გაფორმებული, ადასტურებს თავად თავდებობის ხელშეკრულებების 2.1 პუნქტში განსაზღვრული პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხის ოდენობებისა და 2015 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებაში, გადახდის გრაფიკსა და სესხის თანხის გადახდის ისტორიაში მითითებული თანხების იდენტურობის ფაქტი. აღნიშნული ფაქტი, ასევე, დასტურდება თავდებ სა----------------თან 2018 წლის 21 ივნისს გაფორმებული შეთანხმებით. ასევე აშკარა ტექნიკური ხასიათის შეცდომაა დაშვებული სა----------------თან გაფორმებულ თავდებობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტში, სადაც მომსახურების ყოველწლიური გადასახდელი - 15 ,,აშშ დოლარის" ნაცვლად, მითითებულია ,,ლარი".
სესხის ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს "7.1. გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა". ამავე ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად: "მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში "გამსესხებელს" უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, ჯარიმის და სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღურება". წინამდებარე ხელშეკრულების 8.1 პუნქტის მიხედვით, თუ მსესხებელი არღვევს სესხის ხელშეკრულების პირობებს, გამსესხებელს ასევე აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის და სესხის ხელშეკრულების 8.2 მუხლში გათვალისწინებული თანხების დაუყოვნებლივ სრულად მოთხოვნის უფლება.
მსესხებელი უწყვეტ ვადაგადაცილებაშია 2016 წლის 7 ივნისიდან, შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების პირობების დარღვევამ მიიღო სისტემატიური ხასიათი; გრაფიკის მიხედვით, ამ დროისათვის გადაუხდელია 2016 წლის 7 ივნისს გადასახდელი თანხა 2017 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით, რასაც ემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა (დეტალური ინფორმაცია იხ. დანართში #6). გრაფიკით შეთანხმებულ ვადებში თანხის გადაუხდელობის და ვადაგადაცილების გამო როგორც მსესხებელს, ასევე თავდებ პირებს გაფრთხილების წერილები გაეგზავნათ და ჩაბარდათ კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნიშანდობლივია, რომ სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა 2017 წლის 7 აგვისტოს, ვალდებულება კი დღემდე შეუსრულებელია (აქვე აღსანიშნავია, რომ გაფრთხილების მიცემიდან დღემდე გასულია გონივრული ვადა და შესაბამისად, ამოწურულია სადავო საკითხის არასასამართლო გზით გადაჭრის შესაძლებლობა);
დღეის მდგომარეობით, მოსარჩელის სოლიდარული მოთხოვნა მოპასუხეების კა----------------ის, ელ----------------ს, ად--–-------------ას, აი---------------ას, ზე--------------------ს, აგ--–-----------ის და სა----------------ის, მიმართ ჯამში შეადგენს: 5673.58 აშშ დოლარს, (საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 3520 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 751.45 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი - 81.76 აშშ დოლარი, საკომისიო 14.42 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა (0.27 პროცენტი) - 1129.95 აშშ დოლარი და ჯარიმა (5 პროცენტი) - 176 აშშ დოლარი.
იმისათვის რომ მოსარჩელეს სასამართლოსთვის წარმოედგინა იპოთეკის საგნის მოპასუხის საკუთრებაში ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულება, მოსარჩელის მიერ განხორციელდა საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლება; საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის კი მოსარჩელის მიერ გადახდილია 11 ლარი (რომელიც არის საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადების საფასური, თანახმად საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N509 დადგენილებით დამტკიცებული 'საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების" მე-3 მუხლის "ა" ქვეპუნქტისა.
2016 წლის 9 სექტემბერს, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოდ”, გარდა ამისა, განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კრ----------ი“.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა, რომ ვინაიდან სასამართლოში მოცემული სარჩელის შემოტანის შემდეგ მოსარჩელეთა მიერ გადახდილ იქნა თანხა 200 აშშ დოლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა მთლიანად აისახა ჯარიმის ნაწილში. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მისი სოლიდარული მოთხოვნა მოპასუხეების კა----------------ის, ელ----------------ს, ად--–-------------ას, აი---------------ას, ზე--------------------ს, აგ--–-----------ის და სა----------------ის, მიმართ ჯამში შეადგენს: 5473.58 აშშ დოლარს, (საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 3520 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 751.45 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი - 81.76 აშშ დოლარი, საკომისიო 14.42 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა (0.27 პროცენტი) - 929.95 აშშ დოლარი და ჯარიმა (5 პროცენტი) - 176 აშშ დოლარი.
2. მოპასუხეების კა----------------ის, აგ--–-----------ის, ელ----------------ს, ზე--------------------სა და სა----------------ის პოზიცია. (შენიშვნა: მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული შესაგებელი არ არის ხელმოწერილი ად--–-------------ას და აი---------------ის მიერ, შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულს განიხლავს მოცემულ პირთა მიერ შესაგებლის წარუდგენლობად).
მოპასუხეებმა კა----------------მა, აგ--–-----------მა, ელ----------------მ, ზე--------------------მ და სა----------------მა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და თანხმობა გამოთქვეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადაიხადონ სესხის დარჩელი ძირი თანხა 2634.85 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმნენ.
წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელეს და მოპასუხეებს შორის დაიდო სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებიც მთლიანად მორგებული იყო მოსარჩელის ინტერესზე და მოპასუხეების ინტერესები დაცული არ ყოფილა, აღნიშნული ხელშეკრულებები შედგენილი იყო ქართულ ენაზე, ვინაიდან მოპასუხეები არ ფლობდნენ ქართულ ენას და ხელშეკრულებაც მათთვის გასაგებ ენაზე ნათარგმნი არ ყოფილა, შესაბამისად აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსი მათთვის უცნობი იყო. აგრეთვე, 2015 წლის 26 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 4120 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ საპროცენტო განაკვეთი - 2.58% ძალიან მაღალია და განისაზღვრა არასწორად, აგრეთვე, არასწორად განისაზღვრა და ძალიან მაღალია გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმა 5% და ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%.
მოპასუხეების მტკიცებით, სარჩელს არ ერთვის იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს "კრ----------მა" სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაიში" გადაიხადა სადაზღვევო თანხა.
მოპასუხეებმა აგრეთვე სადავოდ გახადეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი თავდებობის ხელშეკრულებების ნამდვილობის ფაქტი და მიუთითეს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები ფორმის დაუცველად არის შედგენილი, კერძოდ, მათში არ არის მითითებული მათი შედგენის თარიღი და სესხის ხელშეკრულების ნომერი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაფორმდა აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულებები, თარიღი არ არის მითითებული აგრეთვე თავდებობის შესახებ განცხადებებზე. მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს თავდებობის ხელშეკრულებებში მითითებული ზღვრული თანხების ვალუტის გამომსახველი საშუალებებიც. მათ მიუთითეს, რომ თავდებობის ხელშეკრულებებში ხელით არის ჩამატებული ვალუტის გამომსახველი საშუალება და ნაცვლად თავდაპირველად მითითებული ეროვნული ვალუტა ლარისა მითითებულია უცხოური ვალუტა დოლარი.
მოპასუხე კა----------------მა მიუთითა, რომ სესხის გაცემის დღიდან მას მთლიანობაში გადახდილი აქვს 2016 წლის 7 ივნისიდან 2018 წლის 23 აგვისტომდე - 2236.96 აშშ დოლარი. (იხ. შესაგებელი, 10.10.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელესა და კა----------------ს შორის 240 თვის ვადით - 2034 წლის 22 აგვისტომდე გაფორმდა ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურების შესახებ, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება პერიოდულად განეხილა მსესხებლისათვის სესხის გამოყოფის საკითხი. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის მაქსიმალური ოდენობა - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა გაცემულიყო სესხი პერიოდულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით. ამავედროს, აღნიშნული ხელშეკრულების 5.2 მუხლის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული დოკუმენტები (იპოთეკა, გირავნობა, თავდებობა, საბანკო გარანტია, სესხის და სხვა ხელშეკრულებები) წარმოადგენს ამ ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 22.08.2014 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22)
3.1.2. იმავე დღეს, სესხის ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მის ფარგლებში გასაცემი (გაცემული) სესხების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა კა----------------ის, აგ--–-----------ის, ად--–-------------ას, აი---------------ას, ელ----------------ს, ზე--------------------სა და სა----------------ის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი მა-------–ი, სოფელი აღ-------–ო საკადასტრო კოდით: 83.12.03.8--. იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას აგ--–-----------ს, ად--–-------------ას, აი---------------ას, ელ----------------ს, ზე--------------------სა და სა----------------ს წარმოადგენდა თავად მსესხებელი კა----------------ი.
იპოთეკის ხელშეკრულების 5.3.3 მუხლის თანახმად, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია, თუ მსესხებელი არ გადაიხდის ამ ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ სესხებს, დარიცხულ სარგებელსა და ჯარიმას; ამავე დროს ხელშეკრულებების 5.11 მუხლის თანახმად: იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას /კრედიტორის/ იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 22.08.2014 წლის იპოთეკის ხელშეკრულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებაზე და სანოტარო აქტები (ს.ფ. 23-45)
3.1.3. 2014 წლის 22 აგვისტოს სესხის ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელესა და მსესხებელ კა----------------ს შორის, 2015 წლის 26 აგვისტოს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა ისესხა 4120 აშშ დოლარი, 23 თვის ვადით - 2017 წლის 7 აგვიტოს ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 3.8 მუხლის თანახმად, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 2.58%-ს. სესხის ხელშეკრულების 3.9 მუხლის საფუძველზე კი გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% (არანაკლებ 2 ლარისა), ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% (მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 26.08.2015 წლის სესხის ხელშეკრულება N20150826KTUKA, სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 46-49)
3.1.4. სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა (რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით), ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად (სს" კრ----------ი"-ს მსესხებებლების სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი"-ში; "საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები"-ს შესახებ შეთანხების 4.3.2. პუნქტის ასევე 28.11.14 შეთანხმების თანახმად ნათლად სჩანს, რომ სადაზღვევო პრემიას იხდის დამზღვევი, ანუ სს ,,კრ----------ი", შესაბამისად, გადახდის გრაფიკში მითითებული თანხა მსესხებელმა უნდა გადაუხადოს მოსარჩელს); ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, "გამსესხებელი" უფლებამოსილია მოსთხოვოს "მსესხებელს", სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 15.02.2013 წლის შეთანხმება დაზღვევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ; 28.11.2014 წლის შეთანხმება ცვლილებების და დამატების შესახებ; 29.02.2016 წლის სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედოს" სესხის მომხარებლებისათვის (ს.ფ. 49-71)
3.1.5. მსესხებელს ჰყავს თავდებები. კერძოდ: ელ----------------, ად--–-------------ა, აი---------------ა, ზე--------------------, აგ--–-----------ი და სა----------------ი, რომლებთანაც დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები. ხელშეკრულებებით, თავდებმა პირებმა (მოპასუხეებმა) იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. თავდებობის ხელშეკრულებების 2.1 მუხლით, მხარეებმა ზუსტად განსაზღვრეს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის ჯამი, რაც ჯამში შეადგენს 6030 აშშ დოლარს (აქედან ძირი თანხა მაქსიმუმ 4120 აშშ დოლარი, პროცენტი -1760 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა -135 აშშ დოლარი, მომსახურების ყოველწლიური გადასახდელი - 15 აშშ დოლარი) ლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის შესახებ განცხადებები, თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 72-83)
- 26.08.2015 წლის მხარეთა შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება N1 (ს.ფ. 84)
3.1.6. სესხის ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს "7.1. გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა". ამავე ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად: "მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში "გამსესხებელს" უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, ჯარიმის და სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღურება". წინამდებარე ხელშეკრულების 8.1 პუნქტის მიხედვით, თუ მსესხებელი არღვევს სესხის ხელშეკრულების პირობებს, გამსესხებელს ასევე აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის და სესხის ხელშეკრულების 8.2 მუხლში გათვალისწინებული თანხების დაუყოვნებლივ სრულად მოთხოვნის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 26.08.2015 წლის სესხის ხელშეკრულება N20150826KTUKA, სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 46-49)
3.1.7. 3.1.3 პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებაში აღნიშნული თანხით განხორციელდა სს ,,კრ----------ში'' კა----------------ის სახელზე არსებული დავალიანების დაფარვა, შესაბამისად, რეალურად განხორციელდა უკვე არსებული სესხის გადაფარვა 4014.44 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დოლარის განახლების ვაუჩერი (ს.ფ. 173)
3.1.8. მსესხებელი უწყვეტ ვადაგადაცილებაშია 2016 წლის 7 ივნისიდან, გრაფიკის მიხედვით, გადაუხდელია 2016 წლის 7 ივნისს გადასახდელი თანხა 2017 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით, რასაც ემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა. გრაფიკით შეთანხმებულ ვადებში თანხის გადაუხდელობის და ვადაგადაცილების გამო როგორც მსესხებელს, ასევე თავდებ პირებს გაფრთხილების წერილები გაეგზავნათ და ჩაბარდათ კანონმდებლობით დადგენილი წესით. სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა 2017 წლის 7 აგვისტოს, ვალდებულება კი დღემდე შეუსრულებელია (გაფრთხილების მიცემიდან დღემდე გასულია გონივრული ვადა და შესაბამისად, ამოწურულია სადავო საკითხის არასასამართლო გზით გადაჭრის შესაძლებლობა);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 85)
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 100)
3.1.9. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარმოება, რომ სასამართლოში სარჩელის წარმოდგენის შემდეგ მოსარჩელეთა მიერ გადახდილ იქნა თანხა 200 აშშ დოლარის ოდნეობით, მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული თანხმა მთლიანად მიემართა ჯარიმის დასაფარად, ხოლო მოპასუხეებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული 200 აშშ დოლარით დაიფარა თანხის ძირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება, 10.10.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი (ს.ფ. 230-246)
3.1.10. 2016 წლის 9 სექტემბერს, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოდ”. ასევე განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კრ----------ი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (ს.ფ. 107)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეები არ დავობენ, რომ მოპასუხეთა მიერ კა----------------ის სესხის დაფარვის მიზნით გადახდილ იქნა 2036.96 აშშ დოლარი. მოსარჩელის მტკიცებით აღნიშნული შენატანიდან თანხები მიემართა შემდეგნაირად, კერძოდ დაფარულ იქნა სესხის ძირი თანხაა - 600 აშშ დოლარი, პროცენტი - 1000.76 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის საფასური - 52.56 აშშ დოლარი და ჯარიმა - 383.64 აშშ დოლარი. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მხარემ მიუთით, რომ აღნიშნული თანხით უნდა დაფარულიყო მთლიანად სესხის ძირი თანხა და მას შემდეგ რაც დაიფარებოდა სესხის ძირი უნდა დაფარულიყოო სესხის პროცენტი და სხვა სახის გადასახდელები. სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მსჯელობას, რამეთუ სესხის ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხით, პირველ რიგში იფარება გადაუხდელ გადასახდელზე დარიცხული ჯარიმა, მომსახურების საკომისიო, შემდეგ პირველი გადასახდელი სარგებელი და ბოლოს პირველი გადასახდელი ძირი, ხოლო შემდეგ შემდგომი მსგავსი გადასახდელები იგივე თანმიმდევრობით, ასეთების არსებობისას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 26.08.2015 წლის სესხის ხელშეკრულება N20150826KTUKA, სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 46-49)
- სს ,,კრ----------ის'' მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 85)
3.2.2. თავდებებთან გაფორმებულ თავდებობის განცხადებებსა და ხელშეკრულებებზე არ არის დასმული მათი გაფორმების თარიღები, აღნიშნული თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები, რომ ნამდვილად 2015 წლის 26 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებისთ ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებითაა გაფორმებული, ადასტურებს თავად თავდებობის ხელშეკრულებების 2.1 პუნქტში განსაზღვრული პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხის ოდენობებისა და 2015 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებაში, გადახდის გრაფიკსა და სესხის თანხის გადახდის ისტორიაში მითითებული თანხების იდენტურობის ფაქტი, შესაბამისად, ისინი თავადვე ადასტურებენ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ნამდვილობის ფაქტს. აღნიშნული ფაქტი, ასევე, დასტურდება თავდებ სა----------------თან 2018 წლის 21 ივნისს გაფორმებული შეთანხმებით. ასევე აშკარა ტექნიკური ხასიათის შეცდომაა დაშვებული სა----------------თან გაფორმებულ თავდებობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტში, სადაც მომსახურების ყოველწლიური გადასახდელი - 15 ,,აშშ დოლარის" ნაცვლად, მითითებულია ,,ლარი".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის შესახებ განცხადებები, თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 72-83)
- 26.08.2015 წლის მხარეთა შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება N1 (ს.ფ. 84)
- 10.10.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი (ს.ფ. 230-246)
3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა განმარტებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან, მათ არ იციან ქართული ენა და მათთვის უცნობი იყო ხელშეკრულებების შინაარსი, მათ არ უნდა დაეკისროთ დავალიანების გადახდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს: პირის მიერ ამა თუ იმ ხელშეკრულების დადებისას ივარაუდება, რომ იგი გაცნობილია ხელშეკრულების შინაარსს და იცის მისი პირობები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია სესხის ხელშეკრულებაზე, თავდების განცხადებაზე და თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ისინი მართლაც არ გაცნობიან ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერეს ხელი, აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხეთა მხრიდან დაშვებულ უხეშ გაუფრთხილებლობას.
თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი დაიცვას. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტთან. შესაბამისად, მისი ნამდვილობა-ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა.
საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისას მოპასუხეებს რაიმე პრეტენზია ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ და არც თარჯიმანი მოუთხოვიათ. უფრო მეტიც, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავდებობის ხელშეკრულებებზე ხელმოწერები შესრულებულია ქართულ ენაზე, რაც კიდევ უფრო ამყარებს სასამართლოს შინაგან რწმენას, მათთვის კარგად იყო ცნობილი, თუ რაზე აწერდნენ ხელს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველმა მხარემ თავად უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხეებს მათ მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენიათ. მხარის ახსნა-განმარტება, მართალია, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მტკიცებულებას წარმოადგენს, მაგრამ მას მოსარჩელის ახსნა-განმარტებასთან ერთად უპირისპირდება და აბათილებს წერილობითი მტკიცებულებები - წერილობითი ხელშეკრულებები, რომლებზეც მოპასუხეთა მიერ შესრულებულია ხელმოწერა ქართულ ენაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მათ არც თავისი ხელმოწერები გაუხდიათ სადავოდ და სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ აღნიშნული ხელმოწერები ეკუთვნოდათ მათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის შესახებ განცხადებები, თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 72-83)
- 26.08.2015 წლის მხარეთა შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება N1 (ს.ფ. 84)
- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 85)
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 100)
- 10.10.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი (ს.ფ. 230-246)
3.2.4. სს ,,კრ----------სა” და კა----------------ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე არსებული დავალიანება შეადგენს 3527,52 აშშ დოლარს გადახდა, სესხის ძირი თანხაა 3320.75 აშშ დოლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ რადგან სასამართლოში სარჩელის შემოტანის შემდეგ, მოპასუხეთა მიერ გადახდილ იქნა დავალიანება 200 აშშ დოლარის ოდენობით, აღნიშნული თანხის გათვალისწინებით უნდა შემცირდეს სესხის ძირი თანხა, მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკიროთ სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი 81.76 აშშ დოლარი, ასევე შემცირებული ჯარიმა (0.27 პროცენტი) - 92.99 აშშ დოლარი, ჯარიმა (5 პროცენტი) – 17.6 აშშ დოლარი, საკომისიო 14.42 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 47-49);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 58);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს ,,კრ----------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,კრ----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, არ გადაიხადა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის თანხის დარჩენილი ნაწილისა და პროცენტის მსესხებლის და სოლიდარული თავდებებისთვის სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს პირგასამტეხლოს შემცირება და ნაცვლად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 929.95 დოლარის და 176 დოლარისა, მოპასუხეებს სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 92.99 დოლარის და 17.6 დოლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 411-ე, 416-418-ე, 420-ე, 463-465-ე, 799-ე, 806-ე, 815-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
უდავოა, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელესა და კა----------------ს შორის 240 თვის ვადით - 2034 წლის 22 აგვისტომდე გაფორმდა ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურების შესახებ, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება პერიოდულად განეხილა მსესხებლისათვის სესხის გამოყოფის საკითხი. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის მაქსიმალური ოდენობა - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა გაცემულიყო სესხი პერიოდულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით. ამავედროს, აღნიშნული ხელშეკრულების 5.2 მუხლის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული დოკუმენტები (იპოთეკა, გირავნობა, თავდებობა, საბანკო გარანტია, სესხის და სხვა ხელშეკრულებები) წარმოადგენს ამ ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს. იმავე დღეს, სესხის ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მის ფარგლებში გასაცემი (გაცემული) სესხების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა კა----------------ის, აგ--–-----------ის, ად--–-------------ას, აი---------------ას, ელ----------------ს, ზე--------------------სა და სა----------------ის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი მა-------–ი, სოფელი აღ-------–ო საკადასტრო კოდით: 83.12.03.8--. იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას აგ--–-----------ს, ად--–-------------ას, აი---------------ას, ელ----------------ს, ზე--------------------სა და სა----------------ს წარმოადგენდა თავად მსესხებელი კა----------------ი. იპოთეკის ხელშეკრულების 5.3.3 მუხლის თანახმად, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია, თუ მსესხებელი არ გადაიხდის ამ ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ სესხებს, დარიცხულ სარგებელსა და ჯარიმას; ამავე დროს ხელშეკრულებების 5.11 მუხლის თანახმად: იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას /კრედიტორის/ იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას. 2014 წლის 22 აგვისტოს სესხის ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელესა და მსესხებელ კა----------------ს შორის, 2015 წლის 26 აგვისტოს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა ისესხა 4120 აშშ დოლარი, 23 თვის ვადით - 2017 წლის 7 აგვიტოს ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 3.8 მუხლის თანახმად, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 2.58%-ს. სესხის ხელშეკრულების 3.9 მუხლის საფუძველზე კი გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% (არანაკლებ 2 ლარისა), ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% (მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე).
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სოლიდარული პასუხისმგებლობა კა----------------ის სესხზე აიღეს მოსარჩელესთან თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებით აგ--–-----------მა, ად--–-------------ამ, აი---------------ამ, ელ----------------მ, ზე--------------------მ და სა----------------მა მისი ზღვრული თანხით, რომელი შეადგენს ჯამს იმ ვალდებულებებისა, რომლებშიც შედის: ძირითადი ვალი, პროცენტი, მსესხებლის სიცოცხლის სადაზღვევო პრემია, შესაძლო ჯარიმები და პირგასამტეხლო, რაც დაწესებულია სესხის ხელშეკრულებით, ასევე სესხის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტით მიყენებული ზიანი, რაც მთლიანობაში შეადგენს თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ზღვრულ თანხას - 6030 აშშ დოლარს.
სასამართლოს, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,კრ----------ის“ მიერ სრულად იქნა შესრულებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოპასუხეებზე გაცემული იქნა კრედიტი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს სესხის ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელესა და მსესხებელ კა----------------ს შორის, 2015 წლის 26 აგვისტოს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა ისესხა 4120 აშშ დოლარი, 23 თვის ვადით - 2017 წლის 7 აგვიტოს ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 3.8 მუხლის თანახმად, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 2.58%-ს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულება და 2017 წლის 7 ივნისიდან იმყოფება ვადაგადაცილებაში. გარდა ამისა, ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა 2017 წლის 7 აგვისტოს, თუმცა მოპასუხეები დღემდე სრულად არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა შესრულებული. სესხის თანხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რომლითაც განესაზღვრათ დამატებითი ვადა, რათა დაეფარათ ვადაგადაცილებული დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამსესხებელი შეწყვეტდა ხელშეკრულებას და მოითხოვდა თანხის ვადაზე ადრე დაბრუნებას. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხეებმა (მსესხებელმა და თავდებებმა) არ განახორციელეს დავალიანების დაფარვა და შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შესრულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 806-ე მუხლის შესაბამისად, დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის თანახმად, დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ. თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა.
მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად დაზღვეული იქნა მსესხებლის კა----------------ის სიცოცხლე. სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანების დროულად და სრულად გადახდის შესახებ. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მხარეთა შეთანხმებით მიიჩნევა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულია, მსესხებელსა და თავდებებს კი ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ აქვთ, რაც მათთვის სესხის ძირითადი თანხის (დაზღვევის თანხასთან ერთად) და სარგებლის თანხის დაკისრების საფუძველია.
6.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან, კრედიტის აღების დროისათვის დოლარის კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით შეადგენდა 1.65 ლარს, მოპასუხემ მოსარჩელეს თანხა უნდა დაუბრუნოს კრედიტის გაცემის დროისათვის არსებული კურსით.
აღნიშნულ მოსაზრებას მოპასუხე აფუძნებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლში მითითებულ დებულებებს, რომლის თანახმად თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ ეს კანონით აკრძალული არ არის.
დადგენილია, რომ მოპასუხემ კრედიტი მიიღო ეროვნული ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ხოლო ხელშეკრულებებითა და გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული იქნა კრედიტის იმავე ვალუტაში დაბრუნების პირობაც.
სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო კრედიტის დადების დროს ყოველთვის არსებობს ფულის მყიდველობითუნარიანობის დაცემის რისკი, რომლის წინაშე დგანან ხელშეკრულების მხარეები. მხარეებს შეუძლიათ აღნიშნული რისკისაგან დაიცვან თავისი უფლებები (რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა) და კრედიტის სახით აღებული თანხის კურსის ან ვალუტის არასასურველი ცვლილებებისაგან დაზღვევის მიზნით, ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოური ვალუტით. აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმი მოწესრიგებულია სსკ-ის 383-ე მუხლით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ზემოაღნიშნული პროცესებისაგან თავის დაცვის მიზნით, მხარეებს შეუძლიად ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოური ვალუტით (ანუ გამოიყენონ უცხოური უფრო მყარი ვალუტა, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს ფულადი ვალდებულების ”საზომს”).
ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული სკ-ის 389-ე მუხლი, რადგან მხარეთა მიერ არ იყო დაზღვეული ვალდებულების შესრულება ვალუტის ცვლილების შესაძლო რისკისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს საბანკო კრედიტისა და სასესხო ურთიერთობების მომწესრიგებული ნორმები, რომლის თანახმად‚ ვალი უნდა დაიფაროს იმ თანხით, რომლის შესაბამისადაც იყო ნაკისრი ვალდებულება (ნომინალიზმის პრინციპი), რაც კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს ვალის დაბრუნებას აშშ დოლარში.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს ათჯერ და ნაცვლად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 929.95 დოლარის და 176 დოლარისა, მოპასუხეებს სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 92.99 დოლარის და 17.6 დოლარის გადახდა.
6.6. სს ,,კრ----------ი“ ითხოვს დავალიანების გადახდის სოლიდარულად დაკისრებას თავდებებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ხოლო 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა აგ--–-----------მა, ად--–-------------ამ, აი---------------ამ, ელ----------------მ, ზე--------------------მ და სა----------------მა თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, სადაზღვევო პრემიისა და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, მათი პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 6030 აშშ დოლარი, ასევე შესაძლო ჯარიმები და პირგასამტეხლოები.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოსარჩელე თავისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დავალიანების გადასახდელად გადახდევინების მიზნით ითხოვს სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი მა-------–ი, სოფელი აღ-------–ო, საკადასტრო კოდით: 83.12.03.8--. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების კა----------------ის, აგ--–-----------ის, ად--–-------------ას, აი---------------ას, ელ----------------ს, ზე--------------------სა და სა----------------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების კა----------------ის, აგ--–-----------ის, ად--–-------------ას, აი---------------ას, ელ----------------ს, ზე--------------------სა და სა----------------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
6.7. მოპასუხეეთა მიერ სასამართლო სხდომაზე გაცხადებულ იქნა მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გადახდის 3 წლის ვადით განაწილვადებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის შესახებ მხარეთა განცხადებები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
”სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.”
დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე შეცვალოს გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების პირობები და საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს რაიმე ობიექტური გარემოების არსებობას ან მიუთითებს თავის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, რაც, სასამართლოს შეფასებით, საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ ზემოხსენებულ ღონისძიებათა გამოყენებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონის დანაწესი არ უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარის ფინანსური სიძნელეების არსებობა თავისთავად განაპირობებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესსა და საშულებებში კანონით განსაზღვრული ცვლილების შეტანას. მითითებული ღონისძიებები ხელს უწყობს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას და სასამართლო დააკმაყოფილებს მხარის თხოვნას, თუ ეს უკანასკნელი დაასაბუთებს, რომ აღსრულების გადადება, განაწილვადება, მისი საშუალებისა და წესის შეცვლა გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად დაეხმარება. ამგვარი საპროცესო ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა. ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლამ არსებითი გავლენა არ უნდა მოახდინოს გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ შედეგზე.
სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, კანონი მოვალის მძიმე ქონებრივი და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით უშვებს გადაწყვეტილების აღსრულების გადადებას, გაანაწილვადებას, მისი აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედებით უნდა გაუარესდეს კრედიტორის მდგომარეობა.
საქმეზე აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ განმცხადებლის საჩივარი ეხება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს მითითებით, “აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არც ერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ ინტერპრეტირებული იქნა, როგორც “სასამართლო პროცესის” განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (იხილეთ Hornsby v. Greece, judgment of 19 March 1997, Reports 1997-II, p. 510, § 40).
სასამართლო შეგვახსენებს, რომ მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებული სარჩელი (იხილეთ Golder v. the United Kingdom, judgment of 21 February 1975, Series A no. 18, pp. 13-18, §§ 28-36). სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტური დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული უწყებების მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას (იხილეთ Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).”
საქმეში შპს “იზა” და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, სასამართლო აღნიშნავს, რომ “სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება “სასამართლო პროცესის” განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ, 59498/00, §34, ECHR 2002-III; ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ, 1997 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, სასამართლო განაჩენებისა და გადაწყვეტილებების კრებული 1997-II, გვ. 510, §40).”
ამდენად, არ შეიძლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება კრედიტორისათვის იქცეს საზიანოდ. თუ გადაწყვეტილების აღსრულებით მძიმე ქონებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდება მოვალე, ხოლო მისი აღსრულების გადადების, განაწილვადების ან აღსრულების წესის შეცვლით ზიანი მიადგება კრედიტორს, მაშინ უპირატესობა უნდა მიენიჭოს კრედიტორის ინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება გადაიქცევა არაქმედით გადაწყვეტილებად.
სასამართლო ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეებს წარმოდგენილი არ აქვთ მათი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე და ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ორივე ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს.
სასამართლო თვლის, რომ ამგვარი საპროცესო ღონისძიების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა. ამ შემთხვევაში, ერთ მხარეზეა მოსარჩელის ინტერესი დროულად იქნეს უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების აღსრულება, და მეორეს მხრივ მოპასუხის ინტერესი, რომ თავიდან იქნეს აცილებული იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები და შესაბამისად, მის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია აუქციონზე და თავისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოახდინოს დავალიანების დაფარვა, ისე რომ მისი სოციალური მდგომარეობა მკვეთრად არ გაუარესდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების შესახებ, აგრეთვე გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების ან წესის შეცვლის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინების გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებას ერთი წლამდე ვადით, მოცემულ შემთხვევაში კი მხარე ითხოვს 3 წლის ვადით თანხის განაწილვადებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარის სარწმუნოდ ვერ იქნა დასაბუთებული რაიმე ობიექტური გარემოება ან მძიმე ქონებრივ მდგომარეობა, რაც, სასამართლოს შეფასებით, საფუძვლად დაედებოდა გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ ზემოხსენებულ ღონისძიების გამოყენებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,კრ----------ის“ მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოპასუხეებმა მთავარ სხდომაზე ცნეს სარჩელი 2634.85 აშშ დოლარის ოდენობით, რის გამოც სს ,,კრ----------ს“ უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 194 ლარის ოდენობით, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეთა მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის პროპორციულად. სოლიდარული ვალდებულების ნაწილში დაკმაყოფილებული იქნა მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის 46%. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 415 ლარი, საიდანაც მოსარჩელეთა მიერ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო, მოსარჩელეს დაუბრუნდა 194 ლარი, შესაბამისად დარჩენილი ბაჟის 46% შეადგენს 67 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი იქნა 11 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 11 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
აღნიშნულ სარჩელზე სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსისმე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 263-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,, კრ----------ი’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს კა----------------ს, აგ--–-----------ს, ად--–-------------ას, აი---------------ას, ელ----------------ს, ზე--------------------ს და სა----------------ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 3527,52 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3320.75 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი 81.76 აშშ დოლარი, ჯარიმა (0.27 პროცენტი) - 92.99 აშშ დოლარი, ჯარიმა (5 პროცენტი) – 17.6 აშშ დოლარი, საკომისიო 14.42 აშშ დოლარი.
3. დავალიანების გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: მდებარე - მა-------–ი, სოფელი აღ-------–ო, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 83.12.03.8--; იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს კა----------------ის, აგ--–-----------ის, ად--–-------------ას, აი---------------ას, ელ----------------ს, ზე--------------------ს და სა----------------ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე;
4. კა----------------ს, აგ--–-----------ს, ად--–-------------ას, აი---------------ას, ელ----------------ს, ზე--------------------ს და სა----------------ის მოსარჩელე სს „კრ----------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისთვის გაღებული ხარჯის - 11 ლარის გადახდა;
5. მოპასუხეებს კა----------------ს, აგ--–-----------ს, ად--–-------------ას, აი---------------ას, ელ----------------ს, ზე--------------------ს და სა----------------ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 67 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
6. მოსარჩელე სს ,,კრ----------ს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 415.99 ლარიდან - ნაწილი - 194 ლარი, რომელიც გადახდილია 2018/07/04, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; ანგარიშის N300 093 150 (საგადასახადო დავალება N279242).
7. არ დაკმაყოფილდეს კა----------------ის, აგ--–-----------ის, ად--–-------------ას, აი---------------ას, ელ----------------ს, ზე--------------------ს და სა----------------ის შუამდგომლობა აღსრულების განწილვადების თაობაზე.
8. გადაწყვეტილებაზე აღსრულების განაწილვადებაზე უარის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის განჩინების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო თარაშვილი