განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.03.2018
საქმის ნომერი
330210015753755
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015753755

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2314-2017 2018 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, ამირან ძაბუნიძე

 

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სს „---------------------–--------------------------

წარმომადგენელი - ა-------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შ-- „---------------

წარმომადგენელი - ლ-–--------------

 

დავის საგანი - დაზღვეული ტვირთის ღირებულების ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ზიანის სახით ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.სარეზოლუციო ნაწილი

 

1.1. შ-- „--------------ს“ სარჩელი სს „---------------------–-----------------------ოს“ მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.2. მოპასუხე სს „---------------------–-----------------------ოს“ მოსარჩელე შ-- „--------------ს“ სასარგებლოდ ს------------- შემთხვევიდან გამომდინარე დაეკისრა 60 455,93 ევროს ეკვივალენტის ლარებში ანაზღაურება.

1.3. უარი ითქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურებაზე.

 

2. სასარჩელო მოთხოვნა

 

2.1. ს------------- შემთხვევის დადგომის გამო ტვირთის ღირებულების 67 639,92 ევროს

ანაზღაურება;

2.2. თანხის გადახდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო ზიანის სახით 67 639 ევროს წლიური 16%-ის დაკისრება, 2014 წლის 26 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

2.3. თანხის გადახდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო ზიანის სახით 67 639 ევროს წლიური 20%-ის დაკისრება, 2014 წლის 26 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

3. ფაქტობრივიგარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2----–-–---------------ს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო დაზღვევის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება. დაზღვევის პირობები განსაზღვრული იყო

შესაბამისი დანართით (ტვირთის დაზღვევის პირობები), რომელიც ს------------- პოლისსა და დამზღვევის მიერ შევსებულ განაცხად ანკეტასთან ერთად წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მხარეთა შორის დადებული ტვირთების დაზღვევის პირობების 2.3. პუნქტის თანახმად ტვირთების დაზღვევა ხორციელდებოდა

ლ---------------------–------------------------------------------ს შესაბამისად.

 

3.2. ტვირთის დაზღვევის პოლისი გაიცა 2----–-–---------------ს, რომლითაც დაზღვეული იქნა შ-- „მ-------------ს“ მიერ გადასაზიდი ტვირთი. პოლისის პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: დამზღვევი - შ-- „---------------, ტვირთის დასახელება -მანქანის აკუმულატორები, გადაზიდვის სახეობა-სახმელეთო, გადაზიდვის მარშრუტი-ჩ------------–---, ჯამური ს------------- თანხა-71 839,92 ევრო. უპირობო ფრანშიზა-ს------------- თანხის 10%, დაზღვევის პერიოდი - 19.11.014-18.01.2015 წ. ს------------- პრემიის გადახდა ერთჯერადად და არაუგვიანეს 2----–-–--------------ისა.

 

3.3. ს------------- პოლისი და ინვოისი მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა 1-----------ს 16 საათსა და 34 წუთზე. მოსარჩელემ ინვოისის საფუძველზე ს------------- პრემია გადაიხადა 2----–-–---------------ს. მტკიცებულება: 2----–-–---------------ს საგადასახადო დავალება.

 

3.4. გადასაზიდი ტვირთის ღირებულება შეადგენდა 67 639,92 ევროს. ტვირთის გადაზიდვა უნდა მომხდარიყო ჩ------- რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, გადაზიდვა დაიწყო 2----–-–---------------ს, ტვირთი დანიშნულების

ადგილას-საქართველოში უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2----–-–---------------სა.

 

საქმეში წარმოდგენილია I----------------------ის წერილი, სადაც მითითებულია, რომ

2----–-–---------------ს ინვოისის თანახმად გადამზიდველის მიერ, ჩ------- რესპუბლიაში, კერძოდ კი ქალაქ ზ------–- მდებარე J-----------------------------------

ის საწყობიდან, ავტომანქანაში ჩაიტვირთა აკუმულატორის ბატარეები. მოსარჩელის მითითებით ტვირთის უშუალო გადაზიდვა უნდა განეხორციელებინა მოსარჩელის კონტრაქტორ შ-- „S------------“ დაკვეთით უკრაინაში რეგისტრირებულ კომპანიას -

შ-- „-------------------ს“.

 

3.5. შ-- „--------------მ“ 2----–-–---------------ს მიაწოდა ს------------- კომპანიას ინფორმაცია ტვირთის დაკარგვის შესახებ.

 

3.6. მოპასუხემ შემთხვევის ს------------- შემთხვევად მიჩნევის საკითხის შესწავლის მიზნით მოითხოვა დამატებითი მასალები მოსარჩელისაგან და საბოლოოდ 2015 წლის 27 თებერვლის წერილით აცნობა მოსარჩელეს უარი ს------------- თანხის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცით არ დასტურდებოდა, ჰქონდა თუ არა ადგილი ს------------- შემთხვევას. ამავე დროს, არ იყო გამორიცხული ს------------- პირობების შესაბამისად განსაზღვრული გამონაკლისების არსებობა.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.7. 2----–-–---------------ს დაიდო გადაზიდვის ხელშეკრულება მოსარჩელეს და შ-- „I----------------------ს“ შორის. მოსარჩელემ იკისრა ს------------- კომპანიაში დაზღვეული ტვირთის გადაზიდვის ვალდებულება, ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 1 წელი. გადაზიდვა მოხდებოდა კონკრეტული შეთანხმების საფუძველზე.

 

ამავე დღეს გაფორმდა ტვირთის გადაზიდვის განაცხადი მოსარჩელეს და შ-- „I----------------------ი“ შორის. გადამზიდ სუბიექტად განისაზღვრა მოსარჩელე, შემკვეთად

შ-- „-----------------------, ტვირთის დასახელება-მანქანის აკუმულატორები.

 

მოსარჩელემ, როგორც გადამზიდველმა მოპასუხესთან დააზღვია შ-- „I----------------------ის“ კუთვნილი ტვირთი, რომლის გადაზიდვის ვალდებულებაც მოსარჩელემ იკისრა შ-- „I--------------------“-თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამასთან თავის მხრივ მოსარჩელემ კონკრეტული გადაზიდვის განხორციელება დაავალა შ-- „S----------ს“ კერძოდ:

 

გადაზიდვის მიმართულება: ჩ----------------------–----------------–--. დატვირთვის თარიღი - 18.11. 2014. გადაზიდვის ვადა 10-12 დღე. გადაზიდვის ღირებულება 4550 ევრო. მძღოლის მონაცემები - კ-----------------------------------. მტკიცებულება: 2014 წლის 13 ნოემბრის ხელშეკრულება.

 

2----–-–---------------ს დაიდო ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება მოსარჩელე შ-- „--------------ს“ და შ-- „S----------ს“ შორის. ხელშეკრულების საგანი იყო გადამზიდის მიერ ტექნიკის ტრანსპორტირება დამკვეთის დავალებით. ყოველი კონკრეტული გადაზიდვის ღირებულება შეთანხმდებოდა ამ ხელშეკრულების ცალკეული დანართით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 1 წელი. 2----–-–---------------ს გაფორმდა ტვირთის გადაზიდვის განაცხადი მოსარჩელეს და შ-- „ს-------------- შორის. გადამზიდ სუბიექტად განისაზღვრა შ-- „S----------ი“, შემკვეთად მოსარჩელე, ტვირთის დასახელება-მანქანის აკუმულატორები. გადაზიდვის მიმართულება: ჩ----------------------–----------------–--. დატვირთვის თარიღი - 18.11.2014. გადაზიდვის ვადა 10-12 დღე. გადაზიდვის ღირებულება 4200 ევრო. მძღოლის მონაცემები - კ-----------------------------------. მტკიცებულება: 2014 წლის 13 ნოემბრის ხელშეკრულება.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოსარჩელესა და შ-- „S----------ს“ შორის ტვირთის გადაზიდვის თაობაზე დადებული ხელშეკრულება დროში წინ უსწრებდა მოსარჩელესა და უშუალოდ ტვირთის მესაკუთრეს შორის კონკრეტული შეკვეთის გაფორმებას, ამიტომ ხელშეკრულებები საეჭვოა. სასამართლო ხელშეკრულებების ნამდვილობის საკითხს უარყოფითად ვერ გადაწყვეტს მხოლოდ აღნიშნული ხელშეკრულებების დადების თარიღების გამო. მოსარჩელეს უფლება ჰქონდა გაეფორმებინა ხელშეკრულება შ-- „S----------თან“, მაშინ როდესაც შ-- „I----------------------თან“ მოლაპარაკებების პროცესში კონკრეტული შეკვეთა ჯერ კიდევ გაფორმებული არ იყო. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი ქმედებები სამეწარმეო საქმიანობის სფეროში არსებული ურთიერთობებისა და მათ შორის სახელშეკრულებო რისკებისათვის დამახასიათებელია.

 

3.8. შ-- „S----------მა“ მის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ტვირთის ტრანსპორტირება ხელშეკრულების საფუძველზე დაავალა შ-- „M-------------------ს.

 

2----–-–-----------–ს სსიპ ლ----------------–----------------------------–----------ს მიერ შედგენილი იქნა ფაქტების კონსტანტაციის ოქმი, რომელიც ასახავს კომუნიკაციას ელექტრონულ ფოსტაზე შ-- „S---------”-ს და შ-- „M-------------------ს შორის გადაზიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. შ-- „M-------------------მა შ-- „S---------”-ს წარუდგინა ტ------------- ვ--–---------2----–-–----------------ს ჩათვლით, ელექტონულ ფოსტის მეშვეობით 2----–-–---------------ს მხარეებმა დაადასტურეს შეკვეთა გადაზიდვაზე. შეკვეთის თანახმად შ-- „M-------------------ს უნდა გადაეზიდა შ-- „S---------”-ისთვის ტვირთი ჩ------- რეპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, ტვირთის ჩატვირთვა უნდა მომხდარიყო 2----–-–---------------ს და ტვირთი საქართველოში უნდა ჩამოსულიყო 7-8 დღეში. გადაზიდვის საფასური იყო 3700 ევრო.

 

3.9. ტვირთი არ ჩამოსულა დანიშნულების ადგილას - საქართველოში, ტვირთი დაიკარგა.

 

საქმეში წარმოდგენილია შ-- I----------------------ის წერილი, სადაც მითითებულია, რომ 2----–-–---------------ს ინვოისის თანახმად J-----------------------------------ის საწყობიდან, რომელიც მდებარეობს ქალაქ ზ-----–-, ჩ------- რესპუბლიკა, დაიტვირთა აკუმულატორის ბატარეები. ევროპული საბაჟოს ელექტრონული სისტემის მიხდვით საექსპორტო დეკლარაცია არ გამოცემულა და დატვირთვიდან 14 დღის განმავლობაში ტვირთს არ გადაუკვეთავს ევროკავშირის საზღვრები.

 

შ-- „I----------------------ის“ წარმომადგენელმა დ--------–-–---–მა ჩ------- რესპუბლიკის ქალაქ პ------- პოლიციის განყოფილებაში 2----–-–----------------ს განაცხადა ტვირთის დაკარგვის შესახებ. მისი ინფორმაციით მას დაახლოებით 1------------ს დაუკავშირდა შ-- „I----------------------ის“ დირექტორი, რომელმაც მიანიჭა უფლებამოსილება საზოგადოების სახელით ტვირთის დაკარგვის შესახებ განცხადება გაეკეთებინა პოლიციის განყოფილებაში. დ--------–-–---–ის მიერ მიწოდებული ინფორმაციით შ-- „M-------------------ის მძღოლმა კ-----------------------------------მ (-------------------–----- შ-- „----------------------------ის“ ტერიტორიაზე, ქალაქ ზ-----–-, ჩატვირთა ტვირთი ავტომანქანაში და დატოვა ტერიტორია. შ-- „M-------------------ის მხრიდან ბოლო შეტყობინება შ-- „ს-------------“ პროგრამა Skype-ის მეშვეობით მიიღო 24 ნოემბერს, რომლის შემდგომ კომპანიასთან გაწყდა კავშირი. ინფორმაციების მოძიების შემდგომ გაირკვა, რომ არ იყო შედგენილი საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის წიგნაკი „-----------, რაც ნიშნავდა რომ აღნიშნულ ავტომობილს არ გადაუკვეთავს ევროკავშირის საზღვარი. მძღოლთან კავშირი გაწყდა 22 ნოემბერს.

 

ჩ------- რესპუბლიკის პ------- პოლიციის რაიონულ განყოფილებაში 2----–-–-----------ს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 2----–-–---------------დან 2----–-–-----------------დე თაღლითობის ჩადენი ფაქტზე, რაც დასტურდება პოლიციის შესაბამისი განყოფილების სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ჩანაწერით. 2----–-–---------------ს შ-- „S----------მა“ აცნობა წერილობით მოსარჩელეს, რომ 2----–-–---------------დან აღარ ფლობდნენ ინფორმაციას ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ. წერილში მითითებულია, რომ 2----–-–---------------ს მოსარჩელეს და შ-- „S----------ს“ შორის დაიდო ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შ-- „S----------მა“ მოსარჩელის შეკვეთით იკისრა ჩეხეთიდან საქართველოს მიმართულებით ტვირთის გადაზიდვის ვალდებულება. თავის მხრივ შ-- „S----------მა“ ტრანსპორტი გადაზიდვის განსახორციელებლად 2----–-–---------------ს დაუკვეთა უკრაინულ კომპანია შ-- „--------------------ს ხელშეკრულება გაფორმდა ელექტრონულად. ხელშეკრულების და განაცხადის დასკანარებული ასლების გაცვლის გზით. დოკუმენტებს თან ერთვოდა ტექპასპორტი, მანქანის მძღოლის პასპორტი და ფირმის დოკუმენტების ასლები. ჩ------- ქალაქ ზაკუპის საწყობში მძღოლმა კ-----------------------------------მ ჩატვირთა ტვირთი, მაგრამ გაფორმდა CMR ხოლო TIR არ გაიხსნა, რადგან იგი თავად მძღოლს უნდა გაეხსნა რომელიმე სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე (მანქანის მეპატრონის სიტყვებით ჩეხეთ-პოლონეთის საზღვარზე). 22 ნოემბერს ტელეფონზე კომპანიის დირექტორმა ი-------------მ შეატყობინა რომ ტვირთმა გადაკვეთა პ---–----------------ს საზღვარი და გაუდგა გზას რუსეთისაკენ, 24 ნოემბერს დაუკავშირდა ტელეფონზე უცნობი პირი და აცნობა რომ ტვირთი იმყოფებოდა რუსეთში, მძღოლი უკვე ამ დროისთვის აღარ პასუხობდა. ამის შემდგომ კონტაქტი გაწყდა კომპანიის დირექტორთანაც.

 

3.10. მოპასუხეს, ფაქტის ს------------- შემთხვევად მიჩნევის შემთხვევაში, ს------------- თანხა მოსარჩელისათვის უნდა აენაზღაურებინა ყველაზე გვიან 2015 წლის 27 თებერვლიდან, როდესაც მოსარჩელის მიერ მიწოდებული და მოპასუხის მიერ დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელეს უარი განუცხადა თანხის ანაზღაურებაზე და არა მოსარჩელის მიერ მითითებული თარიღიდან-2014 წლის 26 ნოემბრიდან, საიდანაც მას დაანგარიშებული აქვს ზიანის თანხა შესრულების ვადის გადაცილების გამო. ამგვარი დასკვნა გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსიდან. კერძოდ, დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, დამზღვევს ს------------- ანაზღაურების მოთხოვნისას მზღვეველისათვის უნდა წარედგინა ს------------- პოლისი და შეევსო ზიანის დადგომის

განაცხადი, წარედგინა ს------------- შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტები (ოფიციალური დოკუმენტები ს------------- შემთხვევის ფაქტზე პოლიციიდან ან სხვა კომპეტენტური ორგანოებიდან და ა.შ), ასევე დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული ანაზღაურების მიღების უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები. ს------------- ანაზღაურება დაზღვევის პირობების შესაბამისად უნდა გაცემულიყო ს------------- აქტის საფუძველზე, რომელიც დგებოდა მზღვეველის მიერ ზიანთან დაკავშირებით ყველა აუცილებელი დოკუმენტების მიღების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში მზღვეველი ს------------- ანაზღაურებას გასცემდა ს------------- აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

4.1. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოთხოვნა დაზღვეული ტვირთის ღირებულების (67 639,92 ევრო) ანაზღაურების ნაწილში, კერძოდ ფრანშიზის თანხის გამოკლებით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799.1 მუხლზე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს ს------------- შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი ს------------- თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს ს------------- თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 866.1 მუხლზე (დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე). 816-ე მუხლზე (პირველი ან ერთჯერადი ს------------- შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან).

 

მოცემულ შემთხვევაში დაზღვევა დაიწყო 2----–-–--------------ის ოცდაოთხ საათზე, ანუ 2-----------ს 00:00 საათიდან, ს------------- შესატანის გადახდა განხორციელდა 2014

წლის 20 ნოემბერს და შესაბამისად მზღვეველი უკვე 2-----------დან პასუხისმგებელი იყო ს------------- შემთხვევის დადგომიდან გამომდინარე ვალდებულებებზე. ტვირთის დაზღვევის პოლისში ს------------- პერიოდად განისაზღვრა პერიოდი - 2014 წლის 19 ნოემბრიდან 2----–-–----- იანვრამდე.

 

მხარეთა შორის შეთანხმებული ტვირთის დაზღვევის პირობების თანახმად ს------------- შემთხვევად განიხილებოდა - ფაქტობრივად დამდგარი შემთხვევა, როდესაც წინამდებარე პირობების თანახმად გათვალისწინებულია მზღვეველის მიერ მოსარგებლისათვის ს------------- ანაზღაურების გადახდა.

 

წინამდებარე საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სწორედ ის საკითხი, დადგა თუ არა შემთხვევა დაზღვევით მოცულ პერიოდში და შეიძლება თუ არა იგი განხილულ იქნას ს------------- შემთხვევად. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია დაზღვევით მოცულ პერიოდში შემთხვევის დადგომის ფაქტი. ამასთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ შემთხვევის დადგომის დროდ არ უნდა იქნას მიჩნეული 2----–-–---------------ი, როდესაც შ-- „-------------------ის მძღოლმა კ-----------------------------------მ დატვირთა და გაიტანა ტვირთი საწყობიდან, როგორც ამას მოპასუხე მიიჩნევდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ტვირთი დაკარგულად და შესაბამისად, შემთხვევა დამდგარად ჩაითვლებოდა 2----–-–---------------ს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შ-- „-------------------ი“ არამართლზომიერად დაეუფლებოდა გადასაზიდ ტვირთს. შ-- „-------------------ის“ მიერ 18 ნოემბერს ტვირთის მიღება განხორციელდა მართლზომიერად, მასთან დადებული გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად 2----–-–---------------ს იგი მიჩნეულ იქნა ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილ პირად იმის მიუხედავად, სამომავლოდ რომ დადასტურდეს კიდეც შ-- „-------------------ის“ უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩადენის ფაქტი. ს------------- შემთხვევის დადგომის დროის განსაზღვრისთვის სასამართლო ამოვიდა ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებიდან, რომლის თანახმად ტვირთი დანიშნულების ადგილას უნდა ჩამოსულიყო 10-12 დღეში ანუ არაუგვიანეს 2----–-–---------------სა. სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუკი მოსარჩელე ან/და მასთან დაკავშირებული პირები (შ-- „S---------“, შ-- „-----------------------) არ გაუწევდნენ ზედამხედველობას ტვირთის მოძრაობის მარშრუტს, ტვირთის დაკარგულად მიჩნევის ვარაუდი წარმოიშვებოდა არა 2014 წლის 22-24 ნოემბრიდან არამედ 2----–-–---------------დან. ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა სამოქალაქო კოდექსის 689.1 მუხლის ანალიზის საფუძველზე (ტვირთის დაკარგულად მიჩნევის პრეზუმფცია. უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან ოცდაათი დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან შ-- „-------------------ი“ ტვირთს 18 ნოემბერს დაეუფლა მართლზომიერად, არ უნდა იქნას გამოტანილი სამოქალაქო კოდექსის 689.1 მუხლით დადგენილი პრეზუმფციის საწინააღმდეგო დასკვნა. თავად მოსარჩელე შემთხვევას დამდგარად მიიჩნევს არა უადრეს 2----–-–---------------სა, როდესაც ტვირთის გადამზიდველმა მძღოლმა გაწყვიტა კავშირი მოსარჩელესთან დაკავშირებულ პირთან, ხოლო ფაქტობრივად კი 2----–-–---------------დან, როდესაც ხელშეკრულების თანახმად ტვირთი უნდა ჩამოსულიყო დანიშნულების ადგილას - საქართველოში. მოსარჩელის ამგვარი მსჯელობა არ გამორიცხავს ს------------- შემთხვევის განხორციელებულად მიჩნევას დაზღვევით მოცულ პერიოდში.

 

ს------------- შემთხვევიდან გამომდინარე ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული უნდა გადაწყდეს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად. დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად ს------------- შემთხვევის შედეგად ტვირთის დაკარგვისას ზიანი ტოლი იქნებოდა ტვირთის რეალური ღირებულებისა დაზღვევის პოლისის გაცემის მომენტისათვის. როგორც საქმის მასალებით დადგინდა ტვირთის ღირებულება შეადგენდა 67 639, 92 ევროს. დაზღვევის პირობების თანახმად არ ანაზღაურდებოდა ფრანშიზა, რომლის ოდენობაც განისაზღვრებოდა შესაბამისი დაზღვევის პოლისით. შეთანხმებული პირობების თანახმად უპირობო ფრანშიზად განისაზღვრებოდა - ს------------- შემთხვევის დადგომისას ზიანის ის ნაწილი, რომელსაც მზღვეველი არ აანაზღაურებდა. თუ ზიანი იქნებოდა ფრანშიზაზე მეტია, მზღვეველი გადაიხდიდა სხვაობას სრულ ზიანსა და ფრანშიზას შორის (თუ ზიანი ს------------- თანხას არ აღემატება). მოცემულ შემთხვევაში პოლისით განსაზღვრული იქნა უპირობო ფრანშიზა ტვირთის სრული განადგურების შემთხვევაში ს------------- თანხის 71839,92 ევროს 10%, ანუ ფრანშიზა თანხობრივად შეადგენდა - 7183,99 ევროს, ხოლო ასანაზღაურებელი თანხა ფრანშიზას გამოკლებით შეადგენს 60 455,93 ევროს (67 639, 92-7183,99).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულად იქნა მიჩნეული მხოლოდ 60 455,93 ევროს ნაწილში.

 

4.2. თანხის გადახდის დაყოვნების გამო ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

 

5. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოსარჩელეს მტკიცება, რომ ტვირთი დაიკარგა სადაზვევო პერიოდში და შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტები, რომ ტვირთი გადამზიდავს ჩაბარდა სადაზღვეო პერიოდის დაწყებამდე, რომელმაც ის მიითვისა. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ ტვირთი არ დაკარგულა სადაზვევო პერიოდში, რადგან მზღვეველის მიერ ს------------- პრემია გადახდილი იქნა მხოლოდ 20 ნოემბერს და დამზღვევის პასუხისმგებლობა წარმოიშვა მომდევნო დღიდან, ხოლო ტვირთი დაიკარგა 18 ნოემბერს.

 

სარჩელის უარყოფის ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. ხოლო თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

6.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

პირველ რიგში პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, §32).

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland). და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის უსაფუძვლობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

 

6.2. სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს ის გარემოება დადგა თუ არა ს------------- შემთხვევა დაზღვევით მოცულ პერიოდში. ამისათვის პირველ რიგში უნდა დადგინდეს რა პერიოდს მოიცავდა დაზღვევა და როდის დადგა ს------------- შემთხვევა.

 

დადგენილია, რომ 2----–-–---------------ს მხარეთა შორის დაიდო ტვირთის დაზღვევის ხელშეკრულება (ს/ფ 19-36), ხოლო 2----–-–---------------ს გაიცა ტვირთის დაზღვევის პოლისი (ს/ფ 39), რის საფუძველზე 2----–-–---------------ს გადახდილი იქნა ს------------- პრემია (ს/ფ 40). პოლისის მიხედვით დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა 19.11.2014წ. – 18.01.2015წ.

 

სამართლებრივი თვალსაზრისით, დაზღვევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა და შესაძლო ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს ს------------- შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი ს------------- თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს ს------------- თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს ს------------- შესატანი (პრემია)) დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მზღვეველი უფლებამოსილია, მოითხოვოს ს------------- პრემიის გადახდა და ვალდებულია აანაზღაუროს ს------------- შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ვალდებულია, შეთანხმებული ჯერადობითა და ოდენობით იხადოს ს------------- პრემია.

 

დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსი ერთმანეთისგან მიჯნავს დაზღვევის ხელშეკრულების დადებისა და მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის ეტაპებს (სკ-ის 806.1 და 816-ე მუხლები). დაზღვევის ხელშეკრულება იურიდიულ ძალას იძენს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს, ერთის მხრივ ხელშეკრულების ხელმოწერისა და მზღვეველის მიერ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის გაცემით, ხოლო მეორეს მხრივ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე ს------------- შენატანის გადახდის შემდეგ. ამდენად, დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყება დაკავშირებულია არა მარტო დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან, არამედ ს------------- პრემიის გადახდასთანაც.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ს------------- შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების პერიოდი მზღვეველს განესაზღვრა 2----–-–---------------დან 2----–-–-------------ს ჩათვლით.

 

6.3. რაც შეეხება საკითხს თუ როდის დადგა ს------------- შემთხვევა, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს თუ რას წარმოადგენს ის. დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონი (მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი) განმარტავს, რომ ს------------- შემთხვევა არის მოვლენა, რომლის დადგომისას ს------------- ხელშეკრულება ითვალისწინებს ს------------- ანაზღაურების გადახდას. ანუ, ს------------- შემთხვევა წარმოადგენს ს------------- რისკების რეალიზების შედეგს. მხარეები ს------------- შემთხვევას არსებითი პირობების სახით წინასწარ განსაზღვრავენ ხელშეკრულებაში. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 1.7 პუნქტით განისაზღვრა, რომ ს------------- შემთხვევა არის ფაქტობრივად დამდგარი შემთხვევა, როდესაც ხელშეკრულების პირობების თანახმად გათვალისწინებულია მზღვეველის მიერ მოსარგებლისათვის ს------------- ანაზღაურების გადახდა, მაგ. ტვირთის დაკარგვა, დაზიანება და სხვა.

 

დადგენილია, რომ ტვირთის გადაზიდვა ხდებოდა ჩ------- რესპუბლიკიდან საქართველოში და დანიშნულების ადგილას ტვირთი უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2----–-–---------------სა. გადაზიდვა დაიწყო 2----–-–---------------ს და 30 ნოემბერს ტვირთი საქართველოში არ ჩამოსულა. ტვირთი დაიკარგა, რის შესახებ ეცნობა ს------------- კომპანიას.

 

სააპელაციო პალატა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსგავსად ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას, რომ ტვირთი დაიკარგა 2----–-–---------------ს, როდესაც ის დაიტვირთა კონტრაქტორი კომპანიის სატვირთო ავტომობილში, რადგან სწორედ ამ ავტომობილის მძღოლი იყო ტვირთის ბოლო მფლობელი, რომელთანაც კავშირი შეწყდა 2----–-–---------------ს. ამ დასკვნამდე აპელანტი მიდის ტვირთის დაკარგვასთან დაკავშირებით ჩ------- რესპუბლიკის პ------- პოლიციაში თაღლითობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მონაცემებზე დაყრდნობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიების დაწყება თაღლითობის ბრალდებით, დაუდგენელი პირების მიმართ, ჯერ კიდევ არ ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა სწორედ თაღლითობის ფაქტს და რომ ტვირთი არ დაკარგულა ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის თუ სხვა დანაშაულის ჩადენის შედეგად და რომ 2----–-–---------------ს, ტვირთის მიღებისთანავე, სატვირთო ავტომობილის მძღოლი მას დაეუფლა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ასეთ მონაცემებს არ შეიცავს პ------- პოლიციიდან მიღებული მასალები. ამასთან, დადასტურებულია, რომ უფლებამოსილი მძღოლი 18 ნოემბერს ტვირთს დაეუფლა მართლზომიერად, მასთან დადებული გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მძღოლთან და მის კომპანიასთან კონტაქტი შეწყდა 2----–-–---------------ს, რასაც ასევე ადასტურებს ფაქტების კონსტატაციის მასალები (ს/ფ 229 - 249). ამდენად, საქმის მასალები არ იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მძღოლი, მიღებისთანავე ტვირთს დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ს------------- შემთხვევის დადგომის თარიღად, პირველ რიგში, მართებულად იქნა მიიჩნეული 2----–-–---------------ი, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი მოსარჩელე ან/და მასთან დაკავშირებული პირები (შ-- „S---------“, შ-- „-----------------------) არ გაუწევდნენ ზედამხედველობას ტვირთის მოძრაობის მარშრუტს, ტვირთის დაკარგულად მიჩნევის ვარაუდი წარმოიშვებოდა ხელშეკრულების შესაბამისად, 2----–-–---------------დან, როდესაც ტვირთი უნდა ჩამოსულიყო საქართველოში და არ ჩამოსულა.

 

ამდენად, როგორც ერთ ისე მეორე თარიღს მოიცავს ს------------- პერიოდი. ანუ, ს------------- შემთხვევა დადგა ს------------- პერიოდში, რაც ს------------- შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საფუძველია.

 

6.4. ს------------- შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 11.2 პუნქტი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით, ტვირთის დაზღვევა მოხდა „ლ---------------------–------------------------------------------ს“ შესაბამისად (ხელშეკრულების 2.3 პუნქტი). ტვირთის დაზღვევის პირობების 11.2 პუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია ს------------- ინტერესის არსებობის შემთხვევაში აანაზღაუროს ხელშეკრულების დადებამდე წარმოშობილი ზიანი თუ დამზღვევმა არ იცოდა ამ ზიანის არსებობის შესახებ. ანუ, ს------------- კომპანია იმ შემთხვევაშიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, თუ ს------------- შემთხვევა დადგა ხელშეკრულების გაფორმებამდე და ს------------- პოლისის შესაბამისად ს------------- პრემიის გადახდამდე, თუ დამზღვევისთვის უცნობი იყო ს------------- შემთხვევის დადგომის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დამზღვევის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და არც ს------------- კომპანიას არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დამზღვევისთვის ცნობილი იყო ტვირთის დაკარგვის შესახებ. მაშინ როდესაც სწორედ ს------------- კომპანიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა აღნიშნული გარემოება.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის წარმომადგენლის პოზიციას, რომ „ლ---------------------–------------------------------------------ს“ დებულებათა გამოყენება მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელია, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა მზღვეველის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს მხოლოდ ს------------- პრემიის გადახდის შემდეგ დამდგარი ზიანისთვის. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების წესების გარდა მხარეებმა ასევე გაითვალისწინეს ლ---------------------–--------------------------–-–---ი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების შესახებ. ანუ, თუ ს------------- პერიოდში დამდგარ ზიანთან დაკავშირებით მხარეთა შორის ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების დადებამდე წარმოშობილ ზიანთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა რაიმე რეგულაციებს არ ითვალისწინებს. სწორედ ამ საკითხთან მიმართებაში, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული იქნა „ლ---------------------–------------------------------------------“, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული პირობები შეთავაზებულია მზღვეველის მიერ, რასაც დაეთანხმა დამზღვევი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის არგუმენტებს ხელშეკრულების 11.2 პუნქტის რეგულაციების გამოყენების დაუშვებლობასთან დაკავშირებით.

 

ამდენად, ს------------- შემთხვევის დადგომის თარიღად 2----–-–---------------ს მიჩნევის შემთხვევაშიც, მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.

 

6.5. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას მზღვეველის ვალდებულების შესახებ აენაზღაურებინა ს------------- შემთხვევით გამოწვეული ზიანი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, დამზღვევს ს------------- ანაზღაურების მოთხოვნისას მზღვეველისათვის უნდა წარედგინა ს------------- პოლისი და შეევსო ზიანის დადგომის განაცხადი, წარედგინა ს------------- შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტები (ოფიციალური დოკუმენტები ს------------- შემთხვევის ფაქტზე პოლიციიდან ან სხვა კომპეტენტური ორგანოებიდან და ა.შ), ასევე დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული ანაზღაურების მიღების უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები. ს------------- ანაზღაურება დაზღვევის პირობების შესაბამისად უნდა გაცემულიყო ს------------- აქტის საფუძველზე, რომელიც დგებოდა მზღვეველის მიერ ზიანთან დაკავშირებით ყველა აუცილებელი დოკუმენტების მიღების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში მზღვეველი ს------------- ანაზღაურებას გასცემდა ს------------- აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში (ხელშეკრულების 5.10 და მე-6 პუნქტები).

 

დადგენილია, რომ დამზღვევმა მზღვეველს სრულად წარუდგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული და დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, თუმცა ს------------- კომპანიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ ს------------- შემთხვევას ადგილი არ ჰქონდა და უარი უთხრა ზიანის ანაზღაურებაზე, მაშინ როდესაც წარდგენილი მასალებით დადასტურებული იყო ს------------- შემთხვევის ფაქტი და ადგილი არ ჰქონია საგამონაკლისო შემთხვევებს, რაც გამორიცხავდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.

 

6.6. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ასევე სწორად განისაზღვრა ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა. კერძოდ, ხელშეკრულების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ს------------- შემთხვევის შედეგად ტვირთის დაკარგვისას ზიანი ტოლია ტვირთის რეალური ღირებულებისა დაზღვევის პოლისის გაცემის მომენტისათვის. ამასთან, ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა ფრანშიზა, რომლის ოდენობა განისაზღვრებოდა დაზღვევის პოლისით. დადგენილია, რომ ტვირთის ღირებულება შეადგენდა 67639,92 ევროს, ხოლო დაზღვევის პოლისით ფრანშიზა განისაზღვრა ს------------- თანხის (71839,92 ევრო) 10%, რამაც თანხობრივად შეადგენდა - 7183,99 ევრო. შესაბამისად, ასანაზღაურებელი თანხა მართებულად განისაზღვრა 60 455,93 ევროს ოდენობით (67 639, 92-7183,99).

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, სასამართლო ხარჯები ეკისრება აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით და უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სს „---------------------–-----------------------ოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: გელა ქირია

 

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა

 

ამირან ძაბუნიოძე