განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3--210019002857924
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/5701-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - სს ,,ს----------------------- ა-–---’’
წარმომადგენლები - ა-–--------------------, მ--------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
წარმომადგენელი - კ--------------–----
დავის საგანი - სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სარჩელი სს „ს----------------------- ა-–---ს“ მიმართ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა. სს „ს----------------------- ა-–---ს“ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა, სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 12 049 ლარის გადახდა. სს „ს----------------------- ა-–---ს“ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა, სადაზღვევო შემთხვევით მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 2 640 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2--- წლის 0---------- სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა (შემსყიდველი, დამზღვევი) და სს „ს----------------------- ა-–---ს“ (მიმწოდებელი, მზღვეველი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო შემსყიდველის ბალანსზე არსებული 17 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის (მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის: Ford Transit Custom 3-- L, სახელმწიფო ნომრით: C------) დაზღვევის მომსახურების გაწევა სატენდერო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. სადაზღვევო მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრა 2--- წლის 03 იანვრიდან 2--- წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (დასვენების დღეების გათვალისწინებით).
ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, დაზღვევით დაფარული სადაზღვევო რისკები, ხარჯები, ფრანშიზა, სადაზღვევო ლიმიტები/ქველიმიტები, სადაზღვევო პრემია თითოეული დაზღვეული ავტოტრანსპორტის მიხედვით, სადაზღვევო პერიოდი, დაზღვევის ტერიტორია, გამონაკლისები და დაზღვევის სხვა პირობები მითითებულია შესაბამის სადაზღვევო პოლისებში და წინამდებარე ხელშეკრულების დანართებში (ტექნიკური დავალება - დანართი 1 და სადაზღვევო პირობები - დანართი 2), რომლებიც დაერთვება ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
სადაზღვევო პირობების თანახმად, სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს - წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის შედეგადაც დამდგარი ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას. სადაზღვევო შემთხვევად განიხილება დაზღვევის მოქმედების პერიოდში მომხდარი დაზღვეული რისკის დადგომის შედეგად დამდგარი ზარალი.
სადაზღვევო პირობების 1.1.ა. პუნქტის თანახმად, ავტომობილის დაზღვევა ითვალისწინებს ავტომობილის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებულ დაზიანება/განადგურებას, რომელიც გამოწვეულია შემდეგი მიზეზით: ავტოსაგზაო შემთხვევა (მათ შორის უფლებამოსილი მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება და სავალი ნაწილიდან საპირისპირო მიმართულებით გადასვლა).
სადაზღვევო პირობების 2.1. პუნქტის თანახმად, თუ უბედური შემთხვევა გამოწვეულია ავტოტრანსპორტით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მესამე პირის გარდაცვალება, ჯანმრთელობის დაზიანება ან/და რაიმე სახის ქონებრივი ზარალი, მზღვეველი ხელშეკრულებაში/სადაზღვევო პოლისში განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში აუნაზღაურებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ხარჯებს იმ პირს, რომელსაც ეხება დაზღვევა. ხოლო, ტექნიკური პირობების მე-2 მუხლის თანახმად, კი სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა უნდა მოიცავდეს მათ მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას მესამე პირის მიმართ, ლიმიტი თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე - 5000 ლარი.
სადაზღვევო პირობების 4.1.1. პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მზღვეველს საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე და მიაწოდოს სრული ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის შესახებ; არაუგვიანეს 48 საათისა წარუდგინოს წერილობითი განაცხადი ზიანის დადგომის ფაქტთან დაკავშირებით; ასევე განახორციელოს სხვა აუცილებელი ღონისძიებები და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას მზღვეველი უფლებამოსილია უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.
სადაზღვევო პირობების 4.1.4. პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია დაზიანებული ავტომანქანის დათვალიერების, მიყენებული ზიანის ოდენობის, დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების და აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი ან/და დანიშნოს ექსპერტიზა. დამზღვევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია გადადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სადაზღვევო პირობების 4.1.5. პუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა მოხდება მზღვეველისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან და ზარალის ანაზღაურების აქტის ორივე მხრის მიერ ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
სადაზღვევო პირობების 5.1.26. პუნქტის თანახმად, წინამდებარე პირობებით არც ერთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება დანაკარგი, დაზიანება ან პასუხისმგებლობა თუ ზარალი და/ან დაზიანება გამოწვეულია: დაზღვეული ავტომობილის გადატვირთვით, ტექნიკური გაუმართაობით, არა საგზაო პირობებში ექსპლუატაციით, მისი მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების შეგნებული დარღვევით.
სადაზღვევო პირობების 5.2.2. პუნქტის თანახმად, წინამდებარე პირობებით არც ერთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება დანაკარგი, დაზიანება, რომელიც გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით: შემთხვევებზე, როდესაც დამზღვევი (დაზღვეული) მესამე პირის წინაშე თავის ვალდებულებებს აღიარებს მზღვეველის წერილობითი თანხმობის გარეშე.
ხელშეკრულებისა და მისი დანართების თანახმად, უფლებამოსილ მძღოლს წარმოადგენს
- სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ყველა მოქმედი თანამშრომელი, რომელთა ასაკია 21 წელი ან მეტი და აქვს მართვის მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.01.2---წ. ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დანართებით: ტექნიკური დავალება, სადაზღვევო პირობები (იხ. ს.ფ. 21-38);
- დაზღვევის პოლისი (იხ. ს.ფ. 90);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
2.2. 2--- წლის 24 მაისს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–-- მეურნეობაში, რ---------–-- და მ------------ ქუჩების კვეთაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ერთმანეთს შეეჯახნენ ავტომობილი „პ-–--“, სახელმწიფო ნომრით: Z-------- და მიკრო ავტობუსი „ფ-------“, სახელმწიფო ნომრით: C--------, რომელსაც მართავდა ჰ---–--- ბ-–---–---–-. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულ იქნა ჰ---–--- ბ-–---–---–-ს მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით. კერძოდ, იგი გზაჯვარედინზე შევიდა ისე, რომ არ დაუთმო გზა მოძრაობის უპირატესობის მქონე ავტომობილს.
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, დაიწყო გამოძიება, თუმცა დადგინდა, რომ ჰ---–--- ბ-–---–---–-ს ქმედება არ წარმოადგენდა დანაშაულს და სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. ამასთან, ვინაიდან მის ქმედებაში შეინიშნებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, ჰ---–--- ბ-–---–---–- ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (იხ. ს.ფ. 39-
41; იხ. 13.05.2019წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულება - საჯარიმო ქვითარი);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
2.3. ჰ---–--- ბ-–---–---–-, რომელიც მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას - მიკრო ავტობუსი „ფ-------“, სახელმწიფო ნომრით: C--------, წარმოადგენდა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 31.05.2---წ. ბრძანება (იხ. ს.ფ. 89);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
2.4. უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ 24.05.2---წ. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დაუყოვნებლივ აცნობა სს „ს----------------------- ა-–---ს“, ხოლო განაცხადი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ წარდგენილ იქნა 2--- წლის 29 მაისს (განაცხადის შევსების თარიღად მითითებულია
29.05.2---წ.).
სს „ს----------------------- ა-–---მ“ უარი განაცხადა ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ ჰ---–--- ბ-–---–---–მა, რომელსაც გააჩნდა შესაბამისი მართვის მოწმობა და ე.ი. იცოდა საგზაო მოძრაობის წესები, უგულებელყო პრიორიტეტის ნიშანი, რომელიც მას გზის დათმობას ავალდებულებდა, ანუ მან შეგნებულად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია ავარია და ზარალი. სადაზღვევო პირობების 5.1.26. პუნქტის თანახმად, კი სადაზღვევო კომპანიის მიერ არც ერთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება ზარალი ან დაზიანება, თუ ის გამოწვეულია ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების შეგნებული დარღვევით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ (იხ. ს.ფ. 60-61);
- 08.06.2---წ. წერილობითი პასუხი (იხ. ს.ფ. 96);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
2.5. 2--- წლის 04 ივლისს სსიპ ცხოველთან მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა სს „ს----------------------- ა-–---ს“ სამედიცინო დირექტორს, რომლითაც მოითხოვა 03.01.2---წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და 10 კალენდარული დღის ვადაში ზიანის ანაზღაურება, თუმცა უშედეგოდ, აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით სს
„ს----------------------- ა-–---ს“ პასუხი არ გაუცია.
2--- წლის 09 აგვისტოს სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა კვლავ გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება სს „ს----------------------- ა-–---ს“ სამედიცინო დირექტორს, რომლითაც მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 10 დღისა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიზიანებული ავტომობილისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების პროცედურების დაწყება. აღნიშნული წერილით მოსარჩელემ მოპასუხე ასევე გააფრთხილა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავად უზრუნველყოფდა შესაბამისი საექსპერტო დაწესებულების მეშვეობით მიყენებული ზიანის შეფასებასა და დაზიანებული ავტომობილების შეკეთებას, ხოლო გაწეული ხარჯების ანაზღაურებას მოითხოვდა სს „ს----------------------- ა-–---საგან“, თუმცა უშედეგოდ, არც აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით გაუცია პასუხი სს „ს----------------------- ა-–---ს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.07.2---წ. და 09.08.2---წ. წერილები (იხ. ს.ფ. 62-65);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
2.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02.10.2---წ. დასკვნის თანახმად, 2014 წელს დამზადებული, ფურგონის ტიპის ავტომობილ „F------------------”-ზე, სახელმწიფო ნომრით S--------, დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ცვეთის კოეფიციენტისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს - 12 049 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 02.10.2---წ. ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ. 73-82);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
2.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.11.2---წ. დასკვნის თანახმად, 2005 წელს დამზადებულ, მსუბუქ ავტომობილ „P-----------”-ზე, სახელმწიფო ნომრით Z--------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს - 2640 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 12.11.2---წ. ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ. 91-95);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
სასამართლომ განმარტა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა, ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დაზღვევის ხელშეკრულების სინალაგმატური ბუნება მხარეებისთვის ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების დაკისრებით გამოიხატება. მზღვეველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა და ვალდებულია, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ვალდებულია, შეთანხმებული ჯერადობითა და ოდენობით იხადოს სადაზღვევო პრემია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 0---------- სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა (შემსყიდველი, დამზღვევი) და სს „სადაზღვევო კომპანია ა-–---ს“ (მიმწოდებელი, მზღვეველი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო შემსყიდველის ბალანსზე არსებული 17 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის (მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალება: Ford Transit Custom 3-- L, სახელმწიფო ნომრით: C------) დაზღვევის მომსახურების გაწევა სატენდერო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. სადაზღვევო მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრა 2--- წლის 03 იანვრიდან 2--- წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (დასვენების დღეების გათვალისწინებით). ხელშეკრულების თანახმად, დაზღვევის პირობები მითითებული იქნა შესაბამის სადაზღვევო პოლისებში და წინამდებარე ხელშეკრულების დანართებში (ტექნიკური დავალება - დანართი 1 და სადაზღვევო პირობები - დანართი 2), რომლებიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2.10. მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, თუმცა მოპასუხე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო შემთხვევას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნევს, რომ უპირველეს ყოვლისა, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი „სადაზღვევო შემთხვევას“, რომლის შეფასებაც, უნდა განხორციელდეს მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობებისა და კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად.
03.01.2---წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დანართი 2-ის, სადაზღვევო პირობების თანახმად, სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს - წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის შედეგადაც დამდგარი ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას. სადაზღვევო შემთხვევად განიხილება დაზღვევის მოქმედების პერიოდში მომხდარი დაზღვეული რისკის დადგომის შედეგად დამდგარი ზარალი. სადაზღვევო პირობების 1.1.ა. პუნქტის თანახმად, კი ავტომობილის დაზღვევა ითვალისწინებს ავტომობილის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებულ დაზიანება/განადგურებას, რომელიც გამოწვეულია შემდეგი მიზეზით: ავტოსაგზაო შემთხვევა (მათ შორის უფლებამოსილი მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება და სავალი ნაწილიდან საპირისპირო მიმართულებით გადასვლა). ამდენად, ავტოსაგზაო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკს. ამასთან, სადაზღვევო პირობების 5.1.26. პუნქტის თანახმად, წინამდებარე პირობებით არც ერთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება დანაკარგი, დაზიანება ან პასუხისმგებლობა თუ ზარალი და/ან დაზიანება გამოწვეულია: დაზღვეული ავტომობილის გადატვირთვით, ტექნიკური გაუმართაობით, არასაგზაო პირობებში ექსპლუატაციით, მისი მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების შეგნებული დარღვევით.
ამასთან, დადგენილია, რომ 2--- წლის 24 მაისს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–-- მეურნეობაში, რ---------–-- და მ------------ ქუჩების კვეთაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ერთმანეთს შეეჯახნენ ავტომობილი „პ-–--“, სახელმწიფო ნომრით: Z-------- და მიკრო ავტობუსი „ფ-------“, სახელმწიფო ნომრით: C--------, რომელსაც მართავდა ჰ---–--- ბ-–---–---–-. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულ იქნა ჰ---–--- ბ-–---–---–-ს მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ჰ---–--- ბ-–---–---–- ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, სადავოა დასახელებული შემთხვევა, წარმოადგენს თუ არა სადაზღვევო შემთხვევას და, სახეზეა თუ არა შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. მოპასუხის განმარტებით, კონკრეტული შემთხვევა არ წარმოადგენდა სადაზღვევო შემთხვევას, იმ საფუძვლით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულ იქნა მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესის უგულებელყოფით, შესაბამისად მისი შეგნებული დარღვევით, რის გამოც დაზღვევის პირობების 5.1.26. პუნქტის შესაბამისად მზღვეველს არ ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხელშეკრულების იმ პირობებს, რომლითაც დარეგულირებულია შემთხვევები, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მხარეები სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ და სხვაგვარად განმარტავენ. შესაბამისად, იმისათვის, რომ გაკეთდეს დასკვნა სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს მტკიცებულების (ხელშეკრულება) სრული, ობიექტური და ყოველმხრივი გამოკვლევა, რაც გულისხმობს, არა ხელშეკრულების პირობის დამოუკიდებელ, არამედ მისი სხვა პირობებთან ერთობლივ შეფასებას. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული. ამგვარი შეფასების აუცილებლობას განაპირობებს მხარეებს შორის წარმოშობილი დავა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობისადმი სხვადასხვა მნიშვნელობის მინიჭებისას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს, კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტო გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმისმიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. ასეთ შემთხვევაში მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი განსხვავებულად არის გაგებული. აღნიშნული გამორიცხავს ხელშეკრულების განმარტების შესაძლებლობას იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი, ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ერთ-ერთ სადაზღვევო რისკს წარმოადგენს - ავტოსაგზაო შემთხვევა, მათ შორის მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება და სავალი ნაწილიდან საპირისპირო მიმართულებით გადასვლა. ხელშეკრულება არ შეიცავს დათქმას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული პუნქტის მიზნებისათვის, ავტოსაგზაო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკს მიუხედავად მძღოლის ბრალისა. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით ხელშეკრულების ზოგადი დათქმა „ავტოსაგზაო შემთხვევა“ არის ამომწურავი და მასში მოიაზრება ნებისმიერი ავტოსაგზაო შემთხვევა, მათ შორის ისეთი გამონაკლისებიც როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება და სავალი ნაწილიდან საპირისპირო მიმართულებით გადასვლა. რაც შეეხება სადაზღვევო პირობების 5.1.26. პუნქტის მოპასუხისეულ განმარტებას, რომლის თანახმადაც შეგნებულ დარღვევაში იგულისხმება საგზაო მოძრაობის წესების როგორც განზრახი, ისე უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევა, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან დასახელებული პუნქტის ამგვარი განმრატება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულების დანაწესს ავტოსაგზაო შემთხვევასთან, როგორც სადაზღვევო რისკთან დაკავშირებით. სასამართლოს მოსაზრებით, სადაზღვევო პირობების აღნიშნული პუნქტით იგულისხმება მხოლოდ ისეთი განზრახი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას მაგალითად, სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად ან/და ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დარღვევისას. აღნიშნული პუნქტის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების შინაარს და დაზღვევის მიზნებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო პერიოდი მოიცავდა
2--- წლის 03 იანვრიდან 2--- წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, ავტოსაგზაო შემთხვევა კი მოხდა 2--- წლის 24 მაისს. ამასთან, ავტომანქანას მართავდა ჰ---–--- ბ-–---–---–-, რომელიც იყო სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელი, შესაბამისად მოსარჩელის უფლებამოსილი მძღოლი და შემთხვევის დროს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას.
ამრიგად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ადგილი არ ჰქონია მძღოლის განზრახ ქმედებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო შემთხვევას.
2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის, ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე, დამზღვევს კანონმდებელი იმიტომ აკისრებს შეტყობინების ვალდებულებას, რომ შეიძლება სადაზღვევო შემთხვევა დადგეს, მაგრამ მზღვეველმა იგი დადგომისთანავე ვერ შეიტყოს. თუ დამზღვევი დროულად არ შეატყობინებს ს-----------------------ს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ, შეტყობინების დაგვიანების გამო მზღვეველს შეუძლია უარი განაცხადოს სადაზღვევო საზღაურის გაცემაზე. სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ხშირად შეუძლებელია სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ზუსტი განსაზღვრა, ასეთი შემთხვევის გამომწვევი გარემოებების დადგენა და ა.შ. მზღვეველის გათავისუფლება სადაზღვევო საზღაურის გაცემისაგან შეიძლება დადგენილ იქნეს დაზღვევის ხელშეკრულებით, მაგრამ თუ დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების ვალდებულების დარღვევით, მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვა, მაშინ, ზემოაღნიშნული შეთანხმების მიუხედავად, მზღვეველი მაინც მოვალეა გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში, სადაზღვევო პირობების 4.1.1. პუნქტით განისაზღვრა დამზღვევის ვალდებულება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მზღვეველს საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე და მიაწოდოს სრული ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის შესახებ; ასევე, არაუგვიანეს 48 საათისა სხვა აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად წარუდგინოს წერილობითი განაცხადი ზიანის დადგომის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას, კი განისაზღვრა მზღვეველის უფლებამოსილება უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.
უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ 24.05.2---წ. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დაუყოვნებლივ აცნობა სს „ს----------------------- ა-–---ს“, თუმცა განაცხადი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ წარდგენილ იქნა რამდენიმე დღის შემდეგომ, 2--- წლის 29 მაისს (განაცხადის შევსების თარიღად მითითებულია 29.05.2---წ.). მოპასუხე სწორედ იმ გარემოებას ხდის სადავოდ, რომ დამზღვევმა სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განაცხადი წარადგინა არა ხელშეკრულებით განსაზღვრულ 48 საათიან ვადაში არამედ 5 დღის შემდგომ.
თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამზღვევის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულების ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით, მზღვეველის სს „ს----------------------- ა-–---ს“ ინტერესები არსებითად არ დარღვეულა, რაც მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი.
ამდენად, დადგინდა, რომ 2--- წლის 24 მაისს, ქ. თბილისში, ვ---------–-- მეურნეობაში, რ---------–-- და მ------------ ქუჩების კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევას. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება რაიმე ისეთი გარემოება (გამონაკლისი), რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02.10.2---წ. დასკვნის თანახმად, 2014 წელს დამზადებული, ფურგონის ტიპის ავტომობილ „F------------------”-ზე, სახელმწიფო ნომრით S--------, დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ცვეთის კოეფიციენტისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს - 12 049 ლარს. მოპასუხემ სადავოდ გახადა აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ზიანის ოდენობა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების საწინააღმდეგოდ, მას არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, კი ვერ იქნება მიჩნეული სადავოდ გამხდარი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციური მტკიცებულებად. შესაბამისად, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ზიანის ოდენობას დადგენილად მიიჩნევს.
ამრიგად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნა სს „ს----------------------- ა-–---სათვის“ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის - 12 049 ლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია.
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 839-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო.
სადაზღვევო პირობების 2.1. პუნქტის თანახმად, თუ უბედური შემთხვევა გამოწვეულია ავტოტრანსპორტით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მესამე პირის გარდაცვალება, ჯანმრთელობის დაზიანება ან/და რაიმე სახის ქონებრივი ზარალი, მზღვეველი ხელშეკრულებაში/სადაზღვევო პოლისში განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში აუნაზღაურებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ხარჯებს იმ პირს, რომელსაც ეხება დაზღვევა. ხოლო, ტექნიკური პირობების მე-2 მუხლის თანახმად, კი სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა უნდა მოიცავდეს მათ მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას მესამე პირის მიმართ, ლიმიტი თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე - 5000 ლარი. ამდენად, მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა.
მოპასუხე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა უფლებამოსილება მისი თანხმობის გარეშე განეხორციელებინა მესამე პირის დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა, რის გამოც მას არ ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს სადაზღვევო პირობების 5.2.2. პუნქტს, რომლის თანახმადაც, არც ერთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება დანაკარგი, დაზიანება, რომელიც გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით: შემთხვევებზე, როდესაც დამზღვევი (დაზღვეული) მესამე პირის წინაშე თავის ვალდებულებებს აღიარებს მზღვეველის წერილობითი თანხმობის გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, სს „ს----------------------- ა-–---მ“ უარი განუცხადა მოსარჩელეს ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ ავტომანქანის მძღოლმა შეგნებულად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები. აღნიშნულის შემდგომ მოსარჩელემ დამატებით ორჯერ 2--- წლის 04 ივლისსა და 09 აგვისტოს მიმართა მოპასუხეს წერილობით და მოითხოვა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, დამზღვევს აღარ გააჩნდა იმის მოლოდინი, რომ მზღვეველი გამოთქვამდა თავის პოზიციას - წერილობით თანხმობას ან უარს, მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისად, მზღვეველის მხრიდან ანაზღაურებაზე უარის თქმის გამო, მას აღარც ვალდებულება გააჩნდა დალოდებოდა სადაზღვევო კომპანიის თანხმობას, რის გამოც მოსარჩელის მხრიდან მესამე პირის ავტომანქანის შეკეთების შემთხვევაში, აღნიშნული ვერ განიხილება მის მიერ სადაზღვევო პირობების 5.2.2. პუნქტის დარღვევად. ამასთან, როგორც მოსარჩელემ განმარტა მას არ შეუკეთებია მესამე პირის ავტომანქანა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
12.11.2---წ. დასკვნის თანახმად, 2005 წელს დამზადებულ, მსუბუქ ავტომობილ „P------
307”-ზე, სახელმწიფო ნომრით Z--------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს - 2640 ლარს. მოპასუხემ, ასევე სადავოდ გახადა აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ზიანის ოდენობა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების საწინააღმდეგოდ, მას არც ამ შემთხვევაში წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, კი ვერ იქნება მიჩნეული სადავოდ გამხდარი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციური მტკიცებულებად. შესაბამისად, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ზიანის ოდენობას დადგენილად მიიჩნევს.
ამდენად, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის - 2640 ლარის ანაზღაურების თაობაზე ასევე საფუძვლიანია მიიჩნია და დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მოსაზრებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომა გამოწვეული იყო დაზღვეული ავტომობილის მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, გათვალისწინებით იმისა, რომ ასეთი ქმედებით გამოწვეული ზიანი მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაზღვეული არ ყოფილა, 2--- წლის 24 მაისს დამდგარი ავტოსაგზაო შემთხვევა არ წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევას და შესაბამისად არ არსებობს მასზე სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის წინაპირობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1.1. 2--- წლის 0---------- ერთი მხრივ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს (შემდეგში - შემსყიდველი, დამზღვევი) და მეორე მხრივ სს ,,ს----------------------- ა-–---ს’’ (შემდეგში - მიმწოდებელი, მზღვეველი) შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საგანს შემსყიდველის ბალანსზე არსებული 17 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის დაზღვევის მომსახურების გაწევა წარმოადგენდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ასევე მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა.
სადაზღვევო პირობების მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა ითვლისწინებდა ავტომობილის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება/განადგურებას, რომელიც გამოწვეული იქნებოდა მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევით (მათ შორის უფლებამოსილი მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება და სავალი ნაწილიდან საპირისპირო მიმართულებით გადასვლა).
სადაზღვევო პირობების მე-2 მუხლით გათვალისწინებული იქნა ავტომანქანის მფლობელის მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა. კერძოდ, ხელშეკრულების 2.2 პუნქტის მიხედვით დაზღვევით დაიფარებოდა დაზღვეული ავტომანქანით მიყენებული ზიანი იმ ოდენობით, რომელიც განისაზღვრებოდა საქართველოს კანონმდებლობით, ხელშეკრულებით, თუ ადგილი ექნებოდა მესამე პირის ქონების დაზიანებას. სადაზღვევო პირობების 2.6 პუნქტით მზღვეველის უფლებად განისაზღვრა დამზღვევისგან მოეთხოვა მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. მესამე პირის წინაშე ავტომანქანის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევასთან დაკავშირებით გამოკლისს დამზღვევის მიერ განზრახ გამოწვეული ზიანი წარმოადგენდა.
სადაზღვევო პირობების მე-4 მუხლით განისაზღვრა მხარეთა ურთიერთობის წესი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, რა დროსაც დამზღვევის ვალდებულებას წარმოადგენდა: ა) მზღვეველის საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზთან დაუყოვნებლივ დაკავშირება და სადაზღვევო შემთხვევის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება; ბ) საპატრულო პოლიციის დაუყოვნებლივ გამოძახება; გ) საპატრულო პოლიციის მისვლამდე შემთხვევის პირვანდელი სახის შენარჩუნება; ე) არაუგვიანეს 48 საათისა ზიანის დადგომასთან დაკავშირებით მზღვეველისთვის წერილობითი განცხადების წარდგენა; ვ) შემთხვევასთან დაკავშირებით პოლისით გათვალისწინებული დოკუმენეტების მზღვეველისთვის წარდგენა. აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში მზღვეველის უფლებად განისაზღვრა უარი ეთქვა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.
სადაზღვევო პირობების მე-5 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ იმ გამონაკლისებზე, რომელთა არსებობისას სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემოდა. მათ შორის გამონაკლისს წარმოადგენდა ზარალი და/ან დაზიანება გამოწვეული დაზღვეული ავტომობილის გადატვირთვით, ტექნიკური გაუმართაობით, არასაგზაო პირობებში ექსპლოატაციით, მისი მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების შეგნებული დარღვევით. (ს.ფ. 21-38)
4.1.2 2--- წლის 24 მაისს ვ---------–-- მეურნეობაში, რ---------–-- და მ------------ ქუჩების კვეთაზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფ-------ს მარკის (სახელმწიფო ნომრით: C--------) მიკროავტობუსი დაზიანდა, რომელსაც ჰ---–---ი ბ-–---–---–- მართავდა. ამავე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაზიანდა პ-–--ს მარკის (სახელმწიფო ნომრით: Z--------) ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც ა-----–-------–--- მართავდა.
4.1.3. საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით ირკვევა, რომ ფ-------ს მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა ჰ---–--- ბ-–---–---–მა უგულებელყო ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის დანართის დაუთმე გზის მოთხოვნები, გზაჯვარედინზე შევიდა ისე, რომ გზა არ დაუთმო მოძრაობის უპირატესობის მქონე ავტომობილს და შეეჯახა რ---------–-- ქუჩაზე, თბილისის ზღვის მიმართულებით მოძრავ პ-–--ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით: Z--------. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ სისხლის სამართლის წესით დაიწყო გამოძიება, თუმცა გამოძიებით დადგინდა რა, რომ ჰ---–--- ბ-–---–---–-ს მიერ ჩადენილ ქმედება არ წარმოადგენდა სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულს, საქმეზე შეწყდა გამოძიება. ჰ---–--- ბ-–---–---–- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, 250 ლარით დაჯარიმდა (ს.ფ. 39-41; 129-130).
4.1.4. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ფ-------ს მარკის მიკროავტობუსი, სარეგისტრაციო ნომრით C--------, დაზღვეული იყო სს „ს----------------------- ა-–---ში“ დამზღვევის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ, მისსავე სასარგებლოდ (სადაზღვევო პერიოდი - 03.01.2--- – 31.12.2---), 2--- წლის 0---------- გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ჰ---–--- ბ-–---–---–-, რომელიც შემთხვევის დროს მართავდა ფ-------ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით: C-------- წარმოადგენდა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. (ს.ფ. 21-38, 89).
4.1.5. უდავოა, რომ სს ,,ს----------------------- ა-–---ს’’ 2--- წლის 24 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა. სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ’’ 2--- წლის 29 მაისს სს ,,ს----------------------- ა-–---ს’’ ზარალის ანაზღაურებაზე წერილით მიმართა (ს.ფ. 60-61)
4.1.6. სს „სადაზღვევო კომპანია ა-–---მ“ 2--- წლის 08 ივნისის წერილით, ზარალის ანაზღაურებაზე სსიპ ცხოველთა მონიტორიგის სააგენტოს განაცხადის პასუხად, ამ უკანასკნელს უარი განუცხადა ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარი ს-----------------------მ ხელშეკრულების 5.1.26 პუნქტზე მითითებით დაასაბუთა და განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა რა მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების შეგნებულად დარღვევამ, რა დროსაც მან გზა არ დაუთმო მორაობის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებას, მძღოლის ასეთი ქმედება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შესაძლებლობას გამორიცხავდა.
4.1.7. სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 2--- წლის 04 ივლისს და 2--- წლის 09 აგვისტოს სს ,,ს----------------------- ა-–---ს’’ 2--- წლის 24 მაისს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის მოთხოვნით კვლავ მიმართა, რა დროსაც გააფრთხილა რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი საექსპერტო დაწესებულების მეშვეობით თავად უზრუნველყოფდა მიყენებული ზიანის შეფასებას და დაზიანებული ავტომობილების შეკეთებას, გაწეული ხარჯების ანაზღაურებას კი სს „ს----------------------- ა-–---საგან“ მოითხოვდა. (ს.ფ. 62-65)
სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2--- წლის 04 ივლისის და 2--- წლის 09 აგვისტოს წერილებს სს ,,ს----------------------- ა-–---ს’’ მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
4.1.8. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის მიხედვით, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევის ფაქტი მზღვეველმა უნდა ამტკიცოს. შესაბამისად, მხოლოდ ამ გზით მიაღწევს იგი მითითებული ნორმით გათვალისწინებულ მატერიალურ შედეგს, კერძოდ, სადაზღვევო ანაზღაურებისაგან გათავისუფლებას. ამ მიმართებით, პალატა ყურადღებას ამახვილებს სს ,,ს----------------------- ა-–---ს’’ ძირითად არგუმენტზე მასზედ, რომ სადაზღვევო შემთხვევა არ დამდგარა და შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანი ანაზღაურებას არ ექვემდებარება, ვინაიდან აღნიშნული შემთხვევა დამზღვევის უფლებამოსილი მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით მოხდა, ასეთი შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი კი ხელშეკრულებით დაზღვეულ რისკს არ წარმოადგენდა. აპელანტი მხარე აღნიშნული არგუმენტაციის დასადასტურებლად ყურადღებას ხელშეკრულების 15.12 პუნქტზე და 5.1.26 პუნქტზე ამახვილებს და განმარტავს, რომ ხელშეკრულების 15.12 პუნქტის მიხედვით მას უფლება ჰქონდა უარი ეთქვა ანაზღაურებაზე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, უფრო მეტიც, 5.1.26 პუნქტით პირდაპირ იყო გათვალისწინებული, რომ მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების შეგნებული დარღვევით გამოწვეული ზიანი ანაზღაურებას არ დაექვემდებარებოდა.
პალატა განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება შეფასებით კატეგორიას განეკუთვნება. მისი დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენით და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა უფლებამოსილი მძღოლის განზრახ მოქმედებით გამოწვეული არ ყოფილა. მხარეებს შორის სადავოა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით დადგომის ფაქტი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებას ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დადგომასთან მიმართებით უფლებამოსილი მძღოლის დამოკიდებულების შემოწმება წარმოადგენს. ამ მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა უგულებელყო ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა დაუთმე გზის შესახებ, გზაჯვარედინზე შევიდა ისე, რომ გზა არ დაუთმო მოძრაობის უპირატესობის მქონე ავტომობილს, რის შედეგადაც შეეჯახა თბილისის ზღვის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტოსაშუალებას. აღნიშნული დადგენილებიდან ირკვევა, რომ უფლებამოსილი მძღოლის მიმართ გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო და დადგენილება შსს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღრიცხვის და ანალიზის განყოფილებას გადაეგზავნა. საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრით ირკვევა, რომ სადავო ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით უფლებამოსილი მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე 250 ლარით დაჯარიმდა. სააპელაციო პალატა ხაზგასმით შენიშნავს, რომ სადავო ავტოსატრანსპორტო შემთხვევის უფლებამოსილი მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევის დასადასტურებლად აპელანტი მხარე მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფას ასახელებს და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზღვეული ავტომობილს მძღოლს მართვის მოწმობა ჰქონდა, მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მოძრაობის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის გზის დათმობის გარეშე, თავად არ უნდა დაეწყო მოძრაობა. სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის მსჯელობას, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლს საგზაო მოძრაობის წესები უნდა სცოდნოდა და გზა მოძრაობის უპირატესებობის მქონე სატრასნპორტოგზა საშუალებისთვის უნდა დაეთმო, თუმცა მიუხედავად ამისა პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული დაშვება, მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციისთვის საკმარის საფუძველს არ ქმნის. პალატა განმარტავს, რომ აპელანტი მხარის მტკიცება მძღოლის ქმედების უხეში გაუფრთხილებლობის შესახებ გასაზიარებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ საგზაო მოძრაობის წესების ცოდნის შესახებ პრეზუმფციასთან ერთად საქმეში წარმოდგენილი იქნებოდა ინფორმაცია შემთხვევის მიმდინარეობის და მისი დადგომის კონკრეტული დეტალების შესახებ, რომელთა საფუძველზეც სასამართლოს შეექმენებოდა დასაბუთებული ვარაუდი მასზედ, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მძღოლის მხედველობის არეალი თავისუფალი იყო, მძღოლისთვის მკაფიო და ზედმიწევნით თვალსაჩინო იყო მოძრაობის უპირატესობის მქონე ავტომანქანის მოძრაობის შესახებ და მიუხედავად ამისა მძღოლი გზის სავალ ნაწილზე მაინც გავიდა და სწორედ ამ ვითარებაში მოახდინა შეჯახება. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცება მოპასუხე აპელანტის მხრიდან განხორციელებული არ ყოფილა, მითუმეტეს, რომ მას შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა და ამის შემდეგ მისი წარმომადგენელი შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდა. პალატა მიიჩნევს, რომ მარტოოდენ ფაქტი მასზედ, რომ მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა არ ქმნის საკმარი საფუძველს მძღოლის ქმედების უხეში გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციითვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სს „ს----------------------- ა-–---მ“ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა უხეში გაურთხილებლობით გამოიწვია. სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზგამისთ შენიშნავს, რომ მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მოძრაობის წესების დარღვევა, იმ ფაქტების მტკიცების მიზნით, რომ მიუხედვად თვალსაჩინოებისა და მკაფიოდ განჭვრეტადობისა, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლის მხრიდან მოძრაობის დაწყებას მოძრაობის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშულებასთან შეჯახება მოჰყვებოდა საქმეში მტკიცება განხორციელებული არ ყოფილა, რაც შესაძლებელია უფლებამოსილი მძღოლის ქმედების შესაფასებლად, მის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის დარღვევასთან ერთად, დამატებითი მტკიცებულება ყოფილიყო, რომელიც სასამართლოს შინაგან რწმენაზე ზეგავლენას მოახდენდა.
4.1.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-2 მუხლის თანახმად, მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა. განსახილველ შემთხვევაში, ს-----------------------მ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში სარჩელის დაკმაყოფილების გამოსარიცხად რამდენიმე გარემოებაზე მიუთითა, კერძოდ, 1. მოპასუხე - მიუთითებდა, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა მძღოლის უხეშმა გაუფრთხილებლობამ გამოიწვია; 2. დაზღვეულის მიერ დარღვეული იქნა ზიანის დადგომის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადის წარდგენის ვადა, რაც თავის მხრივ მას ვალდებულების ანაზღაურებისგან ათავისუფლებს და 3. დამზღვევმა მესამე პირის მიმართ ვალდებულება ისე აღიარა, რომ არ ჰქონია მზღვეველის წერილობითი თანხმობა.
გათვალისწინებით იმისა, რომ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე აპელანტის მტკიცება ავტოსატრანსპორტო შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევის შესახებ, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს, მოსარჩელის მიერ სადაზღვევო კომპანიისთვის სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების შესახებ განაცხადის წარდენისთვის გათვალისწინებული ვადის (48 საათი) დარღვევის პირობებში სადაზღვევო კომპანიის მიერ სადაღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლების მართლზომიერების შემოწმება წარმოადგენს.
სააპელაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ იმპერატიულ დანაწესს, რომლის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. აღნიშნული კანონისმიერი დათქმის იმპლემენტაცია მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაშიც მოხდა და მხარეებმა სადაზღვევო შემთხვევის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება განსაზღვრეს, ხოლო, შემდეგ 48 საათის განმავლობაში ზიანის ფაქტთან დაკავშირებით წერილობითი განაცხადის წარდგენის ვალდებულება შეათანხმეს. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დაუყოვლებლივ დაუკავშირდა ს-----------------------ს და მიაწოდა ინფორმაცია 2--- წლის 24 მაისს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, ზიანის დადგომის ფაქტთან დაკავშირებით კი წერილობითი განაცხადით ხელშეკრულებით გათვალისწინებული 48 საათის ნაცვლად 2--- წლის 29 მაისს მიმართა.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, მართალია, დამზღვევის მიერ ზიანის დადგომის ფაქტთან დაკავშირებით მზღვეველთან განაცხადის წარდგენის ვადა დაირღვა, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის მიხედვით, მზღვეველს თავისი მოვალეობისგან გათავისუფლების მიზნით არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას ზიანის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადის 48 საათის ვადაში წარდგენის ვალდებულების შესახებ, რადგან უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ზიანის დადგომასთან დაკავშირებით განაცხადის წარდგენის ვადის დარღვევას მზღვეველის ინტერესები არ დაუზიანებია. ამრიგად, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ზიანის დადგომასთან დაკავშირებით მზღვეველისთვის წერილობითი განაცხადის ვადის დარღვევით წარდგენა ს-----------------------ს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
4.1.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის.
სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებულ იქნა ასევე მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა. შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ასევე მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი. აღსანიშნავია, რომ მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საპირისპიროდ აპელანტი დაზღვევის პირობების მე-2 მუხლზე აპელირებს, რომლის მიხედვითაც, პოლისში მითითებული ანაზღაურების ლიმიტის ფარგლებში თანხის ანაზღაურების მოთხოვისას მზღვეველი უფლებამოსილია ანაზღაურების გაცემისთვის მოითხოვოს მესამე პირისთვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.
ამდენად, აღნიშნული პირობის მიხედვით, კიდეც, რომ უდავო იყოს მესამე პირისათვის ზიანის ბრალეული მიყენება, ზიანის მიმყენებელი მანქანის მესაკუთრე ან უფლებამოსილი მძღოლი ვალდებულია, სასამართლო წესით იდავოს, ამასთან, კიდეც რომ იცოდეს და აცნობიერებდეს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობასა და ბრალეულობას, მან ეს არ უნდა აღიაროს და მით უფრო, ზიანი არ უნდა აანაზღაუროს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული პირობა სტანდარტულია, ეწინააღმდეგება პასუხისმგებლობის დაზღვევის არსს და, რაც მთავარია, არღვევს კეთილსინდისიერების სტანდარტს. სასამართლო, რაღა თქმა უნდა, აცნობიერებს აღნიშნული პირობის ხელშეკრულებით გაწერის მიზანშეწონილობას მზღვეველის პერსპექტივით. ნათელია, რომ მითითებული პირობა არაკეთილსინდისიერ დამზღვევთა თაღლითური ქმედებების პრევენციას ემსახურება, თუმცა, ამავდროულად სტანდარტულ ხელშეკრულებაში ე.წ. „მიერთებული მხარის“ უფლებებს არღვევს, ვინაიდან მას უფლება ერთმევა პასუხისმგებლობის დაზღვევის მარტივი მექანიზმით ისარგებლოს და მესამე პირისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურება მარტივად უზრუნველყოს, ანუ თუ დამზღვევი მიიჩნევს, რომ მისმა ქმედებამ მესამე პირს ზიანი მიაყენა, მესამე პირს ზიანი აუნაზღაუროს ან მესამე პირის ინტერესებში აღნიშნული ანაზღაურება პირდაპირ მზღვეველისაგან მოითხოვოს. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირობის ბათილობის მიუხედავად, თუ მზღვეველი ჩათვლის, რომ მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას არ ექვემდებარება, არ არსებობს შესაბამისი ფაქტობრივი წინაპირობები, მას ისედაც აქვს უფლება, ზიანი არ აანაზღაუროს და მზღვეველის ქმედების მართლზომიერებაზე სასამართლომ იმსჯელოს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, მიზანი, რასაც ხელშეკრულების 2.6. პუნქტი ემსახურება, შესაძლებელია, სხვა გზით იქნეს მიღწეული, კერძოდ, დამზღვევს კი არ აუკრძალოს მესამე პირისათვის ზიანის ანაზღაურება, არამედ თავად მზღვეველმა იმსჯელოს კრიტიკულად, იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რასაც პასუხისმგებლობის დაზღვევაში ხედავს და მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში, ანაზღაურებაზე უარი თავად თქვას, რომლის მართლზომიერებაც სასარჩელო წარმოების საფუძველზე სასამართლო გზით გადამოწმდება. სხვაგვარი განმარტების დაშვების შემთხვევაში, მოწონებული და წახალისებული იქნება სასამართლო დავების ხელოვნურად წარმოების ხელშემწყობი სახელშეკრულებო დათქმა. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულების 2.6. პუნქტი, რომლითაც აპელანტი მხარე მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს, სასამართლო დავის ხელოვნურად გამართვის ვალდებულებას აწესებს, რითაც სამოქალაქო სამართალწარმოების მთავარი პრინციპი ირღვევა, რომლის მიხედვითაც, მხარეები სასამართლოს მხოლოდ დავის შემთხვევაში მიმართავენ და არა სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მიზნით ს-----------------------ში წარსადგენი მტკიცებულების შესაქმნელად. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანიის არგუმენტი მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე მხოლოდ იმ საფუძველზე დაყრდნობით, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ არსებობს, გათვალისწინებული არ უნდა იქნას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა მესამე პირს 2640 ლარის ოდენობით ზიანი ნამდვილად მიაყენა. უფრო მეტიც, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, ზიანი მძღოლის განზრახი ქმედებით არ დამდგარა, აღსანიშნავია რომ მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევასთნ მიმართებით გამონაკლისს განზრახი ქმედებით დამდგარი ზიანი წარმოადგენდა. შესაბამისად, ხელშეკრულების 2.6. პუნქტის საფუძველზე, ხელოვნურად ინსპირირებულ დავაზე გადაწყვეტილების არარსებობით, დამზღვევს მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარი არ უნდა ეთქვას. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მესამე პირი, რომელსაც დაზღვეული მძროლის ქმედების შედეგად ზიანი მიადგა, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით, სადაზღვევო კომპანიისაგან ზიანის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი თავად არ არის. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ იმ პირობებში, როდესაც არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მზღვეველმა სადაზღვევო თანხის გაცემაზე უარი განაცხადა, დამზღვევმა ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მესამე პირს მიყენებული ზიანი თავად აუნაზღაურა. შესაბამისად, ერთადერთი სუბიექტი, ვინც აღნიშნულ ანაზღაურებას მოითხოვს, სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოა. (აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან იხ. 26.03.2---წ. სუსგ საქმეზე №ას-134-134-2---)
4.1.11. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე აპელანტის პრეტენზიას ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, რადგან საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა არცერთი მტკიცებულება, რაც სასამართლოს შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ 2--- წლის 24 მაისს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრა შესაძლებელი იქნებოდა სსიპ ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულ ოდენობაზე უფრო ნაკლები ღირებულებით.
4.1.12. საბოლოოდ, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ და ფაქტობრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ს----------------------- ა-–---ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური