მუხლი 2🔗
საქმისწარმოების ერთიანი წესები შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, „ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებების საფუძველზე, სახელმწიფო სტანდარტის 6.2-94 „დოკუმენტაციის უნიფიცირებული სისტემები. საორგანიზაციო-განკარგულებითი დოკუმენტების სისტემა. მოთხოვნები დოკუმენტების გაფორმებისადმი“, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების მოწინავე პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინები