1.
მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტირება მოიცავს მმართველობითი მოქმედებების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის ჩაწერას (ფიქსაციას) ქაღალდზე ან სხვა მატარებლებზე დადგენილი წესების მიხედვით, ანუ მმართველობითი დოკუმენტების შექმნის პროცესს.
2.
დოკუმენტირება ხორციელდება ბუნებრივ (ხელნაწერი, მანქანაზე დაბეჭდილი დოკუმენტები, მათ შორის,ტელეგრამები, ტელეფონოგრამები, მანქანოგრამები) და ხელოვნურ ენებზე ახალი მატარებლების (პერფობარათები, პერფოლენტები, მაგნიტური ლენტები, ბარათები, დისკოები და სხვ.) გამოყენებით.
,,საქმისწარმოების ერთიანი წესების" დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ
მუხლი 12
კარი II — მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტირება
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების" დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „,,საქმისწარმოების ერთიანი წესების" დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“, მუხლი 12. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112894/muxli-12/