2. მართვის ყველა დონეზე მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტირების წესების ერთიანობა მიიღწევა საქმისწარმოების ერთიანი წესებისა და დოკუმენტაციის უნიფიცირებული სისტემების გამოყენებით.

3. დოკუმენტაციის უნიფიცირებული სისტემები გამოიყენება როგორც კომპიუტერული ტექნიკით სარგებლობის პირობებში, ისე ინფორმაციის ტრადიციული მეთოდებით დამუშავებისას.

4. დოკუმენტაციის უნიფიცირებული სისტემები შეიცავს:

ა) სახელმწიფო სტანდარტებს, რომლებიც ადგენს სამუშაოების შემადგენლობასა და შინაარსს სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების დოკუმენტების ფორმების უნიფიკაციის მიხედვით და რომლებიც გამოიყენება მართვის ყველა დონეზე, უზრუნველყოფენ ქვეყანაში ამ სამუშაოების შესრულების ერთიან წესს;

ბ) ნორმატიულ დოკუმენტებს, რომლებიც გამოიცემა კონკრეტული ფუნქციური დანიშნულების დოკუმენტაციის უნიფიცირებული სისტემების შემმუშავებლების მიერ და რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დაწესებულებისათვის;

გ) დოკუმენტების უნიფიცირებულ ფორმებს.

5. დოკუმენტაციის უნიფიცირებული სისტემების შემუშავება ხორციელდება სამინისტროებისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დოკუმენტაციის შესაბამისი სისტემებისათვის (დანართი 2)