1. ახმეტის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმები და ტაბელი (შემდგომში - ტაბელი) ადგენს, ახმეტის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) საკრებულოს და გამგეობის უნიფიცირებული დოკუმენტების სახეებსა და მათი გაფორმების სტანდარტებს. მისი მოქმედება ვრცელდება როგორც ქაღალდზე შესრულებულ, ისე ელექტრონულ დოკუმენტებზე.
2. საქმისწარმოების (დოკუმენტბრუნვის) ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში „პროგრამა“) - უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შიგნით და მის გარეთ (ელექტრონული კანცელარიის პროგრამის ქონის შემთხვევაში) შემოსული და შესრულებული დოკუმენტების ელექტრონულ მოძრაობას