1. საქმისწარმოების სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საკრებულოს რეგლამენტით, გამგეობის დებულებით, აგრეთვე ამ დადგენილებით.
2. საქმისწარმოებაში ამ დადგენილებით განსაზღვრული ტაბელის და უნიფიცირებული დოკუმენტების გარდა, სხვა სახის დოკუმენტების შედგენა დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და საქმისწარმოებისას წარმოქმნილი საჭიროებისა