1. სამართლებრივი აქტები იქმნება A4ფორმატის ფურცელზე ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. ბლანკის ორიგინალი და ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატში და გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში დაცულ მონაცემთა ბაზაში.
2. სამართლებრივი აქტების ბლანკზე დაიტანება შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტები:
ა) მცირე სახელმწიფო გერბი და ახმეტის მუნიციპალიტეტის გერბი (დაიტანება ,,თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №363 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით);
ბ) №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და ახმეტის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);
ბ.ა.) №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და ახმეტის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);
ბ.ბ.) №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და ახმეტის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);
გ) №14 შრიფტით შესრულებული წარწერა ,,დადგენილება №“ (დაიტანება ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);
გ.ა.) №14 შრიფტით შესრულებული წარწერა ,,განკარგულება №“ (დაიტანება ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);
გ.ა.) №14 შრიფტით შესრულებული წარწერა ,,ბრძანება №“ (დაიტანება ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის“, ასევე ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის “ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);
დ) №12 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს დადგენილების მიღების თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით - წელიწადი, თვე და რიცხვი (მაგ.: 2014 წლის 6 დეკემბერი; თარიღი დაიტანება წარწერის ,,დადგენილება №“, განკარგულება №“ ან ბრძანება №“ 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);
ე) №12 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ქალაქი ახმეტა“ (დაიტანება სამართლებრივი აქტის მიღების თარიღის აღმნიშვნელი წარწერის 1ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში);
ვ) უფლებამოსილი პირის (საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის) ხელმოწერა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ბეჭედი.
თავი III
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებულოს ბიუროს, კომისიების და სხვა ოქმე