1. სამართლერბივი აქტები იქმნება A4 ფორმატის ფურცლზე  ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. ბლანკის ორიგინალი და  ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატში და გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში  დაცულ მონაცემთა ბაზაში.

2. სამართლებრივი აქტების  ბლანკზე დაიტანება შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტები:

ა) მცირე სახელმწიფო გერბი და თელავის მუნიციპალიტეტის გერბი (დაიტანება ,,თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით);

ბ) №12 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და თელავის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);

ბ.ა.) №12 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და თელავის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);

ბ.ბ.) №12 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის  ბრძანება“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და თელავის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში) და ამავე ქვეპუნქტის შესაბამისად გამგებლის პირველი მოადგილის/მოადგილის და მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება;

გ)     №12 შრიფტით შესრულებული წარწერა ,,დადგენილება №“ (დაიტანება ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);

გ.ა) №12 შრიფტით შესრულებული წარწერა ,,განკარგულება  №“ (დაიტანება ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);

გ.ბ) №12 შრიფტით შესრულებული წარწერა ,,ბრძანება №“ (დაიტანება ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის“ ასევე ,,თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის “  ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);

დ) №12 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს დადგენილების მიღების თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით - წელიწადი, თვე და რიცხვი (მაგ.: 2014 წლის 6 სექტემბერი; თარიღი დაიტანება წარწერის ,,დადგენილება №“ან, განკარგულება №“ ან, ბრძანება №“  2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);

გ) უფლლებამოსილი პირის  ხელმოწერა  და  ბეჭედი.

თავი III

მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებლოს ბიუროს, კომისიების ან სხვა ოქმე