1. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან საქმისწარმოებისას დაიცვან ამ დადგენილების მოთხოვნები.
2. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიერ ამ დადგენილების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატი.
3. დოკუმენტები მომზადებული უნდა იქნეს კომპიუტერზე ,,Windows"-ის სისტემაში შემდეგი შრიფტების გამოყენებით: ძირითადი ტექსტები შესრულებული უნდა იყოს Sylfaen-ში, ზომით №12, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუნიციპალიტეტში საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტის სახეე