1. თელავის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმები და ტაბელი (შემდგომში – ტაბელი) ადგენს, თელავის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) საკრებულოს და გამგეობის, მათი აპარატის, სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების უნიფიცირებული დოკუმენტების სახეებსა და მათი გაფორმების სტანდარტებს. მისი მოქმედება ვრცელდება როგორც ქაღალდზე შესრულებულ, ისე ელექტრონულ დოკუმენტებზე.
2. საქმისწარმოების (დოკუმენტბრუნვის) ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში „პროგრამა“) – უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შიგნით და მის გარეთ (ელექტრონული კანცელარიის პროგრამის ქონის შემთხვევაში) შემოსული, შესრულებული და შექმნილი დოკუმენტების ელექტრონულ მოძრაობა