1. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან საქმისწარმოებისას დაიცვან ამ დადგენილების მოთხოვნები.

2. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიერ ამ დადგენილების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს მერის ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატი.

3. დოკუმენტები, გარდა ელექტრონულ სისტემაში მომზადებული დოკუმენტისა, მომზადებული უნდა იქნეს კომპიუტერზე „Windows“-ის სისტემაში შემდეგი შრიფტების გამოყენებით: ძირითადი ტექსტები შესრულებული უნდა იყოს Sylfaen-ში, ზომით №12.

თავი II

მუნიციპალიტეტში საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტის სახეე