1. სამართლერბივი აქტები იქმნება A4 ფორმატის ფურცელზე ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. ბლანკის ორიგინალი და ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატში და მერის ადმინისტრაციულ სამსახურში დაცულ მონაცემთა ბაზაში.

2. სამართლებრივი აქტების ბლანკზე დაიტანება შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტები:

ა) მცირე სახელმწიფო გერბი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გერბი (დაიტანება „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით);

ბ) №12 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში);

ბ.ა.) №12 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში);

ბ.ბ.) №12 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში).

გ) №12 შრიფტით შესრულებული წარწერა „დადგენილება №“ (დაიტანება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში);

გ.ა) №12 შრიფტით შესრულებული წარწერა „განკარგულება №“ (დაიტანება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში);

გ.ბ) №12 შრიფტით შესრულებული წარწერა ,,ბრძანება №“ (დაიტანება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის“ ასევე „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის“ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში);

დ) №12 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს დადგენილების მიღების თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი, თვე და წელიწადი (მაგ.: 10 სექტემბერი 2014 წელი; თარიღი დაიტანება წარწერის „დადგენილება №“ ან „განკარგულება №“ ან „ბრძანება №“ 2 ინტერვალით ქვემოთ, დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა მხარეს);

გ) უფლლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.

თავი III

მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებლოს ბიუროს, კომისიების ან სხვა ოქმე