1. სამართლებრივი აქტები იქმნება A4 ფორმატის ფურცლზე  ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. ბლანკის ორიგინალი და  ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატში და მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში  დაცულ მონაცემთა ბაზაში.

2. სამართლებრივი აქტების  ბლანკზე დაიტანება შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტები:

ა) მცირე სახელმწიფო გერბი   (დაიტანება ,,თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით);

ბ) №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ (მცირე სახელმწიფო გერბი დაიტანება ბლანკზე  შუაში)

ბ.ა) №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება“ (მცირე სახელმწიფო გერბი დაიტანება ბლანკზე  შუაში)

ბ.ბ. №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „გორის მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანება“(მცირე სახელმწიფო გერბი დაიტანება ბლანკზე  შუაში)

გ)  №14 შრიფტით შესრულებული წარწერა „დადგენილება №“ (დაიტანება „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);

გ.ა) №14 შრიფტით შესრულებული წარწერა ,,განკარგულება  №“ (დაიტანება „გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულო“ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);

გ.ბ) №14 შრიფტით შესრულებული წარწერა ,,ბრძანება  №“ (დაიტანება „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის“ ასევე  „გორის მუნიციპალიტეტის მერის“  ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);

დ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს დადგენილების მიღების თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით - წელიწადი, თვე და რიცხვი (მაგ.: 2017 წლის 6 სექტემბერი; თარიღი დაიტანება წარწერის ,,დადგენილება  №“ ან, განკარგულება №“ ან, ბრძანება №2  ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);

ე) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ქალაქი გორი“ (დაიტანება სამართლებრივი აქტის“ მიღების თარიღის აღმნიშვნელი წარწერის 1 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში).

ვ) უფლლებამოსილი პირის, საკრებულოს თავმჯდომარის ან მერის  ხელმოწერა და მუნიციპალიტეტის ბეჭედი.
თავი III
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებლოს ბიურო, კომისიების ან  სხვა ოქმე