1. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებაში გამოიყენება შემდეგი სახის დოკუმენტები:
ა) სამართლებრივი აქტები:
ა.ა) ნორმატიული აქტი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება;
ა.ბ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება;
ა.გ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;
ა.დ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი - მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება;
ა.ე.) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი - მუნიციპალიტეტის გამგებლის დადგენილება.
ბ) ოქმები:
ბ.ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი;
ბ.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი;
ბ.გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმი;
ბ.დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის სხდომის ოქმი;
ბ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი კომისიის (სამუშაო ჯგუფის) სხდომის ოქმი;
გ) სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამდებობის პირის დავალება (მითითება);
ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის ცნობა;
ვ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება;
ზ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
თ) მოხსენებითი ბარათი;
ი) განცხადება;
კ) მინდობილობა;
ლ) შესრულებული (შემოსული და გასული) კორესპონდენცია;
მ) განმარტებითი ბარათი.
2. დოკუმენტბრუნვის (საქმისწარმოების) ერთიანი ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს შემდეგი ფუნქციების შესრულებას:
ა. დოკუმენტების აღრიცხვა (შემოსული, შესრულებული კორესპონდენცია, ბრძანებები);
ბ. ახალი დოკუმენტების შექმნა/რეგისტრაცია: ნომრის და თარიღის მინიჭება, ხელმოწერა;
გ. დოკუმენტების მოძრაობა რეზოლუციაზე და ვიზირებაზე წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით;
დ. დოკუმენტების ძებნა წინასწარ განსაზღვრული რეკვიზიტებით (მაგალითად, რეგისტრაციის თარიღით და ა. შ.);
ე. დოკუმენტების კლასიფიკაცია ტიპების მიხედვით: ბრძანება, შესრულებული კორესპონდენცია, მოთხოვნა, მოხსენებითი ბარათი და ა. შ;
ვ. დოკუმენტების ძებნა შინაარსით;
ზ. მომხმარებელთა ჯგუფებისა და როლების მართვა;
თ. წვდომის უფლებების ინდივიდუალურად განსაზღვრის შესაძლებლობა;
ი. ელექტრონულად ჩართული ადრესატებისგან გამოგზავნილი კორესპონდენციის აღრიცხვა;
კ. სისტემაში განთავსებული მონაცემების შენახვა და დაცვა.
2. საქმისწარმოების დოკუმენტების რეკვიზიტები, მისი მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების, მასში ცვლილებების შეტანის წესები და პროცედურები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საკრებულოს რეგლამენტით და სხვა სამართლებრივი აქტებით