1. კომპიუტერული ტექნიკის ეფექტიანი გამოყენების მიზნით დგინდება დოკუმენტებისა და მათი რეკვიზიტების გაფორმების ერთიანი წესები, ხორციელდება დოკუმენტების შემადგენლობისა და ფორმების, აგრეთვე დოკუმენტებზე მუშაობის პროცესების უნიფიკაცია.
2. დოკუმენტების ფორმების რაოდენობის შემცირების მიზნით სამთავრობო დაწესებულებები შეიმუშავებენ იმ დოკუმენტების დარგობრივ ტაბელებს (დანართი 3), რომლებიც აუცილებელია დაწესებულებათა ფუნქციებისა და ამოცანების რეალიზაციისათვის. ტაბელს ხელს აწერს მისი შედგენისათვის პასუხისმგებელი პირი და ამტკიცებს სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი. ტაბელს ადგენს და მასში ცვლილებები შეაქვს საქმისწარმოების სამსახურს. ტაბელით გაუთვალისწინებელი დოკუმენტების შედგენა აკრძალულია.