მუხლი 1🔗

საქმისწარმოების ერთიანი წესები ნორმატიული ხასიათის დოკუმენტია და სავალდებულოა შესასრულებლად სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოებისათვის (შემდგომში – დაწესებულებები), მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა. ეს დოკუმენტი წარმოადგენს იმ პრინციპებისა და ნორმატივების ერთობლიობას, რომელიც ადგენს ერთიან მოთხოვნებს დაწესებულებებში მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტირებისა და დოკუმენტებზე მუშაობის ორგანიზაციისადმი