გადახდის ოპერაციის შესრულებაზე ბანკის თანხმობის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია, გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში მის მიერ მატერიალური ფორმით გაცემულ საკრედიტო საგადახდო დავალებაზე (გარდა შესრულების მომავალი თარიღით გაცემული დავალებისა), შეასრულოს შემდეგი შინაარსის აღნიშვნა: საგადახდო დავალება არ ექვემდებარება გადამხდელის მიერ გაუქმებას ან გამოთხოვას.

საკრედიტო საგადახდო დავალების გაუქმება ან გამოთხოვა დაუშვებელია „საგადახდო სისტემის და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად. ბანკს უფლება არ აქვს გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე გააუქმოს ან გამოითხოვოს საკრედიტო საგადახდო დავალება, თუ ამ დავალებაზე შესრულებულია აღნიშვნა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული ფაქტი არ გამორიცხავს ამ საკრედიტო საგადახდო დავალების შესრულების უარყოფას ან შეჩერებას გადამხდელის პროვაიდერისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამ