1.ბანკი, საკრედიტო საგადახდო დავალების მიღებისას, ვალდებულია საგადახდო დავალებაზე აღნიშნოს მისი მიღების თარიღი.
2.თუ მატერიალური ფორმის საკრედიტო საგადახდო დავალების მიღება ხდება უშუალოდ ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ და გადამხდელი ითხოვს საგადახდო დავალების მიღების დასტურს, ბანკის უფლებამოსილი პირი ვალდებულია საკრედიტო საგადახდო დავალების მიღება დაუდასტუროს გადამხდელს მასზე ხელმოწერის შესრულები