ბანკში პირი უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) სხვა არამეწარმე ფიზიკური პირის მაგივრად, ნებისმიერი საკრედიტო გადახდის ოპერაცია;
ბ) სხვა მეწარმე პირის მაგივრად, მხოლოდ ისეთი საკრედიტო გადახდის ოპერაციები სადაც გადახდის ოპერაციის თანხის მიმღები არის სახელმწიფო ხაზინა ან სხვა ადმინისტრაციული ორგანო.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში არამეწარმე ფიზიკური პირი უფლებამოსილია განახორციელოს მესამე პირის მაგივრად გადახდის ოპერაცია, როგორც საკუთარი საგადახდო ანგარიშიდან, ასევე ერთჯერადი გადახდის ოპერაციის სახით. აღნიშნულ შემთხვევაში, ერთჯერადი გადახდის ოპერაციებზე ვრცელდება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დებულებები.
თუ ლარით საკრედიტო გადახდის ოპერაცია სრულდება სხვა პირის მაგივრად, სადაც მიმღების ბანკის რეკვიზიტებში მითითებულია სახელმწიფო ხაზინა, სავალდებულოა მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ველების შევსება.
თუ ლარით საკრედიტო გადახდის ოპერაცია სრულდება სხვა პირის მაგივრად, გარდა სახელმწიფო ხაზინაში გადახდის ოპერაციისა, მიმღებსა და გადამხდელის ბანკს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, გადამხდელის ბანკი უფლებამოსილია მე‑6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ამ პირის შესახებ ინფორმაცია მიუთითოს საკრედიტო საგადახდო დავალების სპეციალურ ველებში. ამავე დროს უნდა არსებობდეს შეთანხმება მიმღებსა და მიმღების პროვაიდერს შორის, მიმღების პროვაიდერის მიერ ამ პუნქტში აღნიშნული სპეციალურ ველებში მითითეული ინფორმაციის მიმღებისთვის გადაცემაზ