1. ეს წესი, „საგადახდო სისტემის და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის V თავის დებულებებთან ერთად, განსაზღვრავს:
ა) ლარით და უცხოური ვალუტით საკრედიტო საგადახდო დავალებისა და საინკასო დავალების საფუძველზე გადახდის ოპერაციების შესრულების საკითხებს;
ბ) უცხოური ვალუტით დასაშვები გადახდის ოპერაციების ჩამონათვალს და მასთან დაკავშირებულ დებულებებს.
2. ეს წესი არ განსაზღვრავს ელექტრონული ფულით გადახდის ოპერაციების შესრულების საკითხებს.
3. ამ წესით გათვალისწინებული ნორმების დაცვა პირს არ ათავისუფლებს საკანონმდებლო და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (მათ შორის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით) დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან