მე-15 მუხლით განსაზღვრული პირების მიერ საინკასო დავალება წარედგინება ბანკს:
ა) უშუალოდ შესაბამისი უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ; ან
ბ) საფოსტო გზავნილით; ან
გ) ელექტრონული სახით (ბანკსა და საინკასო დავალების გამცემს შორის კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე).
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბანკს არ აქვს უფლება შესასრულებლად მიიღოს საინკასო დავალება მისი წარმომდგენის ვინაობის დადგენის გარეშე. ბანკი ვალდებულია დაადგინოს დავალების წარმდგენი პირის (პირების) სამსახურებრივი უფლებამოსილება:
ა) კერძო აღმასრულებლის შემთხვევაში - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული კერძო აღმასრულებლების რეესტრიდან ამონაწერით ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული კერძო აღმასრულებელთა რეესტრში გადამოწმებით;
ბ) სხვა შემთხვევაში - სამსახურებრივი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. სამსახურებრივი დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს საინკასო დავალების გამცემი პირის მიერ.
ბანკი ვალდებულია საინკასო დავალება მიიღოს შესასრულებლად გადამხდელის საგადახდო ანგარიშზე (ანგარიშებზე) ნაშთის არარსებობის მიუხედავად.
საინკასო დავალების გამცემი პირის მიერ საინკასო დავალების წარდგენის ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნების არასრულყოფილად დაცვის შემთხვევაში, ბანკი საინკასო დავალებას დაუბრუნებს წარმომდგენს, ამ დავალების შესრულებაზე უარის მიზეზის მითითები