ბანკის მიერ მიღებულ და რეესტრში აღრიცხულ საინკასო დავალებაში თანხის კორექტირების აუცილებლობის შემთხვევაში, საინკასო დავალების გამცემი პირი ბანკს წარუდგენს ახალ საინკასო დავალებას. თუ:
ა) ახალი საინკასო დავალების გაცემა მოხდა მატერიალური ფორმით, მაშინ საინკასო დავალების „დამატებითი ინფორმაციის“ ან „დანიშნულების“ ველში აუცილებელია იმ საინკასო დავალების მითითება, რომელშიც ხორციელდება ცვლილება. მატერიალური ფორმით წარდგენილი ახალი საინკასო დავალების შესრულების რიგითობის მიზნისათვის, მისი მიღების თარიღად ითვლება იმ საინკასო დავალების მიღების თარიღი, რომელშიც განხორციელდა ცვლილება.
ბ) ახალი საინკასო დავალების გაცემა/მიღება მოხდა ელექტრონული ფორმით, აღნიშნული საინკასო დავალების შესრულების რიგითობა, საინკასო დავალების გამცემი იმავე პირის სხვა საინკასო დავალებების მიმართ, განისაზღვრება ბანკსა და საინკასო დავალების გამცემ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და პროტოკოლის საფუძველზ