საინკასო დავალებას აქვს შესრულების უპირატესობა შესასრულებელ სხვა საგადახდო დავალებასთან შედარებით, ამავე დროს დაცული უნდა იქნას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საინკასო დავალებების შესრულების რიგითობა.

საინკასო დავალებები სრულდება შემდეგი რიგითობით, მიუხედავად იმისა როდის იყო ისინი წარდგენილი ბანკში:

ა) ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საინკასო დავალებები, ბანკში მათი წარდგენის ქრონოლოგიური რიგითობით;

ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული საინკასო დავალებები, მატერიალური ფორმით ბანკში მათი წარდგენის ქრონოლოგიური რიგითობით ან ელექტრონული ფორმით წარდგენისას ბანკსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და პროტოკოლის მიხედვით;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს და კერძო აღმასრულებლის მიერ წარდგენილი საინკასო დავალებები, ბანკში მათი წარდგენის ქრონოლოგიური რიგითობი