1. უცხოური ვალუტით განხორციელებასთან დაკავშირებული ამ წესის 22–ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება:

ა) უცხოური ვალუტით დენომინირებული ფინანსური ინსტრუმენტების (მათ შორის, სესხის ან დეპოზიტის) ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, ასევე პროცენტული გამოხატულების მქონე პირგასამტეხლოს ან/და ჯარიმის გადახდის ოპერაციებზე;

ბ) უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არარეზიდენტი პირისათვის თანხის გადარიცხვის შემთხვევებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის პირის არარეზიდენტობის განსაზღვრისას  ბანკი ეყრდნობა გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციას.

უცხოურ ვალუტაში ოპერაციების განხორციელებისას გადარიცხვის დოკუმენტებში უნდა მიეთითოს ოპერაციის დანიშნულება.

თუკი უცხოურ ვალუტაში გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 30000 ლარს ან ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ბანკი ვალდებულია გადამხდელი მეწარმე სუბიექტისაგან დამატებით მოითხოვოს გადარიცხვის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. ბანკი ვალდებულია შეინახოს ამ პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები. ასლების შენახვა შესაძლებელია ელექტრონული ასლის ფორმით.

ამ წესის 22-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისები, ასევე ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ან სასარგებლოდ განხორციელებულ გადახდის ოპერაციებზე.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ სხვა კომერციული ბანკის დავალებით განხორციელებულ გადახდებზ