1. საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საინკასო დავალების წარდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გადასახადის გადამხდელისთვის წარდგენა ხორციელდება მე-2 მუხლის შესაბამისად.

3. საინკასო დავალების წარდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს მე-2 მუხლის შესაბამის მონაცემებს, გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის
„ი” და
„კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების