1. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ განცხადება დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ან/და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
2. აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს:
ა) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) მალფუჭებადი საქონლის დასახელება (საქონლის მნიშვნელოვანი მახასიათებლები);
გ) საქონლის შენახვის ვადის ამოწურვის თარიღი;
დ) აუქციონზე ქონების საწყისი ფასი;
ე) აუქციონის ჩატარების პირობები და წესი (ხაზინის სადეპოზიტო ანგარიშის ნომერი, დეპოზიტზე შესატანი თანხის ოდენობა; ბიჯის სიდიდე და სხვ.).
3. დამატებითი ინფორმაციის გამოქვეყნების საკითხს განსაზღვრავს შესაბამისი საგადასახადო ორგან