გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.06.2019
საქმის ნომერი
340310015001079207
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #3403100--001079207

საქმე #3/197-15

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ნაწილი I (შესავალი):

13 ივნისი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დევი დევიძე

სხდომის მდივანი თეონა ნატროშვილი

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა, მხარეთა მონაწილეობით

მოსარჩელე: სს „კო--------–--------------ლი“ (შემდეგ - ”მოსარჩელე”);

წარმომადგენელი: ვა--------–-------–---–ი;

მოპასუხე: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდეგ - „სააგენტო“) და იმავე სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი (შემდეგ - „რეგიონული ოფისი“ ან „მარეგისტრირებელი ორგანო“);

წარმომადგენელი: გი-------–-–--–--ლი;

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სანართლებრივი აქტის გამოცემა;

ნაწილი II (აღწერილობითი):

1. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:

1.1. 20-- წლის 18 აგვისტოს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა:

· სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის 20-- წლის 07 მაისის #8820---------03 გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) ბათილად ცნობა (შემდეგ - „1-ლი სადავო აქტი“);

· იმავე სამსახურის 20-- წლის 02 ივნისის #8820---------06 გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) ბათილად ცნობა (შემდეგ - „მე-2 სადავო აქტი“);

· სააგენტოს 20-- წლის 27 ივლისის #18---- გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა („მე-3 სადავო აქტი“);

· დაევალოს რეგიონული ოფისს მოახდინოს მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია (შემდეგ - „აქტის გამოცემის დავალება“);

1.2. სასარჩელო მოთხოვნები ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

1.2. მოსარჩელემ მოითხოვა ხაზოვან ნაგებობაზე, კერძოდ, ელექტროგადამცემ ხაზზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომელიც მომდინარეობს „ჩა-–---------ნ“ („ილ--- ტ-ა“, ყვარელი) და მიემართება ყვარლის მუნიციპალიტეტის გარკვეული სოფლებისკენ. მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია ვარგისად აღიარების (ე.წ. „ექსპლუატაციაში მიღების“) ან/და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ის დოკუმენტაცია, რაც მან წარადინა საკმარისი იყო რეგისტრაციის მისთვის სასურველი შედეგით დასრულებისათვის;

2. მოპასუხე მხარის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო. მან (მისმა წარმომადგენელმა) განაცხადა, რომ იმისათვის, რომ შეონა-ნაგებობა, მათ შორის, ხაზოვანი ნაგებობაზე საკუთრების უფლება აღირიცხოს საჯარო რეესტრში, აუცილებელია დასრულებული მშენებლობის ვარგისად აღიარება. მოსარჩელემ კი ვერ წარმოადგინა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც გახდა ჯერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების (ორგზის), ხოლო შემდეგ კი შეწყვეტის საფუძველი;

3. სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მოსარჩელე ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფლობს „ჩა-–-----ს“, რომელიც განკუთვნილია როგორც გაერთიანებულ ენერგოსისტემაში სამუშაოდ, ისე ქ. ყვარლის ელექტროენერგიით მომარაგებისათვის. ჰესი ორი საფიდერო უჯრედით უერთდება ყვარელი-----–-------–ს შორის გამავალ 10 კვ. ელეტროგადამცემ ხაზს, ხოლო მესამე უჯრედით 9 კმ. სიგრძის 10 კვ გადამცემ ხაზს (მტკ. სამეცნიერო-საწარმო ფირმა „ენ-------“ ...გარე მიერთების მუშა პროექტი, ს/ფ 22, მხარეთა ახსნა-განმარტება);

3.1.2. აღნიშნული ჰესი ჩართულია საქართველოს ელექტროსისტემაში, მთელი თავისი სიმძლავრით შემდეგი ტექნიკური პირობების დაცვით: „...4. 10 კვ. ფ. „ქი----------–----ნ“ გამომავალი 9,5 კმ.-ის სიგრძის ელექტროგადაცემის ხაზით, რომელიც სს „კო--------–--------------ლის“ ბალანსზეა, „ჩა-–-----ი“ დაკავშირებულია 35/10 კვ. ქს „ყვარელის“ 10 კვ. გამანაწილებელი მოწყობილობის ფ. „ჩა-–-----თან“.“ (მტკ. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ტექნიკური პირობა, ს/ფ 27-28, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტება);

3.1.3. ჩა-–-- წყალსაცავზე ჰესის მშენებლობა დაიწყო 1993 წლის 20 აგვისტოს საქართველოს გარემოესა და ბუნებრის რესურსების დაცვის სამინისტროს #ეე-2/39 „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის“ დასკვნის საფუძველზე (მტკ. მითითებული სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის 1998 წლის 31 ივლისის #13-12/41 წერილი, ს/ფ 34, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტება);

3.1.4. 2000 წელს „ჩა-–-----ი“ უკვე მზად იყო საექსპლუატაციოდ და მას გააჩნდა 10 კვ.-ის საჰაერო (საკაბელო) ხაზი, რომელიც აკმაყოფილებდა მოთხოვნებს (მტკ. სსიპ „ენერგოგენერაციის“ 2000 წლის 21 დეკემბრის #07-0----9 ცნობა, ს/ფ 37, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპერტამენტის [...] ქსელში მიერთების აქტი 21#0---2, ს/ფ 35-36, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტება);

3.1.5. მოსარჩელეს გააჩნდა ლიცენზია, რითაც ჰქონდა უფლება 3 წლის განმავლობაში „ჩა-–--“ წყალსაცავის ბაზაზე ეწარმოებინა მცირე სიმძლავრის (1,5 მკვტ.) ჰესის განთავსების სამუშაოები (მტკ. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს 2000 წლის 26 თებერვლის #37 ლიცენზია, ს/ფ 20, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტება);

3.1.6. „ჩა-–-----ი“ დღესაც ფუნქციონირებს და სადავო ხაზოვანი ნაგებობებით აგრძელებს ელექტროენერგიის მიწოდებას მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილისათვის (მტკ. მხარეთა ახსნა-განმარტება);

ნაწილი III (სამოტივაციო):

5. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა:

5.1. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-შეფასებისა და მტკიცებულებების შემოწმების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფლდეს;

6. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

· ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდეგ - ”რეესტრის კანონი”) მე-2 მუხლის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტები, მე-11 მუხლის „ა“-„ნ“ ქვეპუნქტები, მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები, 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 23-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი;

· საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგ - „სზაკ”) მე-5 მუხლი, 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები;

· საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგ - ”სასკ”) 23-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 32-ე მუხლის პირველი ნაწილი;

· საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - ”სსსკ”) 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი, 53-ე მუხლის პირველი ნაწილი;

· საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ (შემდეგ - „მთავრობის დადგენილება“) მე-15 მუხლის მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;

· „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების (შემდეგ - ”ინსტრუქცია”) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-18 მუხლის პირველი პუნქტი;

მოცემული დავის საკვანძო საკითხია, ექვემდებარება თუ არა მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ხაზოვანი ნაგებობა რეგისტრაციას საჯარო რეესტრში?

7. სამართლებრივი შეფასება:

7.1. რეესტრის კანონის მე-2 მუხლის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: (დ) ხაზობრივი ნაგებობა – „... ელექტროგადამცემი ხაზი...“; (თ) რეგისტრაცია - „ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების [...] რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით“;

იმავე კანონის მე-11 მუხლის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: საკუთრება;

იმავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: (ა) გირავნობა (გარდა ფინანსური გირაოსი, რომლის რეგისტრაცია რეგულირდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად); (ბ) ლიზინგი; (გ) საბანკო გარანტია;

იმავე კანონის 23-ე მუხლს „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: უფლების [...] წარმოშობა, [...] ცვლილება და [...] შეწყვეტა [...] არ ექვემდებარება რეგისტრაციას;

ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები;

იმავე ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე მისი არსებითი შემადგენელი ნაწილების (შენობა-ნაგებობის) არსებობა დგინდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით. რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავ ნივთად (მის არსებით შემადგენელ ნაწილებად) არ მიიჩნევა წიაღისეული, მცენარეები, მცირე არქიტექტურული ფორმები, დროებითი, არაკაპიტალური ან/და ისეთი ხაზობრივი ნაგებობები/ობიექტები, რომლებზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაიცემა მშენებლობის ნებართვა, გარდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #375 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა;

მთავრობის დადგენილების მე-15 მუხლის მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, 1-20 კვ.-მდე სიმძლავრის ელეტროგადამცემი ხაზი განეკუთნება IV კატეგორიის ნაგებობას;

იმავე დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს, ხოლო 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვა-–--წინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ხაზობრივი ნაგებობები – „[...] IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზები“;

· კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარე არა ყველა უფლება, არამედ ისეთი, რომლის რეგისტრაციასაც ითვა-–--წინებს კანონი. ეს არის ე.წ. „რეგისტრაციაუნარიანი“ ან „რეგისტრაციასავალდებულო“ უფლება, რომელიც რეგისტრაციით წარმოიშობა და აგრძელებს არსებობას მანამ, სანამ არსებობს მისი რეგისტრაცია. ასეთ უფლებას მიეკუთვნება, მაგალითად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ან მოძრავ ნივთზე გირავნობა-ლიზინგი;

· დაუშვებელია, რეესტრს დაევალოს იმ უფლების რეგისტრაცია, რომელსაც არ გააჩნია ე.წ. „რეგისტრაციაუნარიანი“ ხასიათი;

· მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს, რეესტრს დაევალოს მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია ისეთ ხაზოვან ნაგებობაზე, როგორიცაა ელექტროგადამცემი ხაზი, სიმძლავრით 1,5 კვტ. როგორც ვნახეთ, მოქმედი კანონმდებლობით ასეთ ხაზოვან ნაგებობას მშენებლობის ნებართვა არ სჭირდება. შესაბამისად, იგი არც უძრავ ნივთად განიხილება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის. აქედან გამომდინარე, ასეთ ხაზოვან ნაგებობას არ გააჩნია „რეგისტრაციასავალდებულო“ ხასიათი და რეგისტრაციის მოთხოვნის შემთვევაში რეესტრის კანონი ითვა-–--წინებს რეგისტრაციაზე უარის თქმის პროცედურას. უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრისადმი მიმართვისა და სადავო აქტების გამოცემის დროისათვის მოქმდებდა იგივე წესი;

7.2. რეესტრის კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, ხოლო იმავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი;

სზაკ-ის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვა-–--წინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვა-–--წინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება;

სასკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ;

· კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც არის სზაკ-ით განმტკიცებული ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი (სზაკ, მ.5), რომელიც ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას გასდევდეს ლაიტმოტივად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს რამე მოქმედება განახორციელოს კანონის მოთხვნის საწინააღმდეგოდ. ასეთ შემთხვევაში (ანუ კანონის დარღვევის დროს) ქმედებას არ გააჩნია იურიდიული ძალა. ეს კი მისი ბათილობის ანუ სამართლებრივი „მოკვდინების“ საფუძველია, თუმცა იგივე მატერიალური კანონი ხაზს უსვამს კანონდარღვევის ხასიათს, რა დროსაც შეიძლება სადავო აქტი არც კი იქნას ცნობილი ბათილად (ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ დარღვევის არარსებობის პირობებში, განსხვავებული გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული);

· მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოპასუხემ ნაცვლად იმისა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, ანუ უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერა (მოსთხოვა რა დაინტერესებულ პირს ექსპლუატაციაში მიღების აქტი ან/და საკუთრების მოწმობა. კანონით I კლასის შენობა-ნაგებობა არ ექვემდებარება ექსპლუატაციაში მიღებას, ვინაიდან მასზე არ გაიცემა მშენებლობის ნებართვა), ხოლო ამ დოკუმენტების წარუდგენლობის გამო შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება. ამდენად, მოპასუხემ დაუშვა ისეთი ფორმალური შეცდომა, რომელსაც შეეძლო გამოეწვია კანონსაწინააღმდეგო შედეგი (საბოლოოდ, ამ უფლების რეგისტრაცია იქნებოდა კანონის დარღვევა. სარეგისტრაციო წარმოება დიდი ალბათობით მოიაზრებს მის განახლებას და დასრულებას დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ხოლო რეგისტრაციაზე უარი კატეგორიულად გამორიცხავს ამის ალბათობას);

· არსებითია, რომ ელექტროგადამცემ ხაზზე, რომელსაც არ სჭირდება მშენებლობის ნებართვა და მისი ექსპლუატაციაში მიღებაც გამორიცხულია, საბოლოო ჯამში საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ განხორციელებულა, ანუ საქმე არ გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როცა მოპასუხის მხრიდან ამ ფორმალური დარღევის არარსებობის პირობებში, მიღებული იქნებოდა საპირისპირო გადაწყვეტილება;

· მართალია, მოპასუხემ არ მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილება და ჯერ მოახდინა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება, ხოლო შემდეგ მისი შეწყვეტა, თუმცა არსებითია, რომ მოპასუხეს არ მოუხდენია „არარეგისტრაციასავალდებულო“ უფლების რეგისტრაცია. ამიტომ, ფორმალურად სახეზეა კანონდარღვევა, მაგრამ იმის გამო, რომ მას არ გამუწვევია განსხვავებული შედეგი, ანუ მოპასუხეს არ მიუღია უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტლება, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი;

· რაც შეეხება ახალი აქტის გამოცემის საკითხს, სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ზემოთ უკვე ითქვა, რომ მოპასუხის სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი არარსებობს, შესაბამისად, მოკლებულია არგუმენტს, მისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნა, რადგან მოპასუხის უარი რეგისრაციაზე, უფრო სწორად კი, რეგისტრაციის შეჩერება და შეწყვეტა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს;

· ამდენად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი;

8. საპროცესო ხარჯები:

8.1. სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, (1) პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები და (2) სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით;

სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს;

სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;

· მოსარჩელემ 20-- წლის 18 აგვისტოს თავისი წარმომადგენლის მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (გადამხდელის ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“; საგადახდო დავალება: #1, სახაზინო კოდი #300773150). გამომდინარე იქედან, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არც მოპასუხეს ეკისრება და არც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ექვემდებარება დაბრუნებას;

ნაწილი IV (სარეზოლუციო):

სასამართლომ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებით, ასევე სასკ-ის მე-12, მე-13 მუხლებით, სსსკ-ის მე-8, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს „კო--------–--------------ლის“ (ს/კ 2--------) ადმინისტრაციული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

3. განემარტოს მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია;

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა. გასაჩივრების ვადა შეადგენს 14 დღეს, რომლის ათვლაც დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან მეორე დღეს. სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მის.: გურჯაანი, სანაპიროს ქ. #24), რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. #7ა);

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/