1. პირი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების მიზნით წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) პირის დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს;
ბ) საგადასახადო დავალიანების თანხის ოდენობას, რომლის მიმართაც უნდა შეჩერდეს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები;
გ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების პერიოდს.
2. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) საგადასახდო დავალიანების გადახდის პირობითი გრაფიკი დასარიცხი საურავის თანხის ჩათვლით მის სრულ გადახდამდე;
ბ) 61-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე, თავდებობის ხელშეკრულება ან საბანკო გარანტი