2. იმ სამუშაოს შემთხვევაში, რომლის შესრულებაც დაკავშირებულია უმაღლეს მოხელეთა მიერ თავიანთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებასთან ხელფასის გადახდა წინა პუნქტებით გათვალისწინებული პირობებით შემოღებული უნდა იყოს შესაძლებლად მოკლე დროში.

3. ყოველ მშრომელს პერსონალურად უნაზღაურდება ხელფასი, და არა მის უფროსს ანდა რომელიმე სხვა ორგანოს.

4. დღეები, რომლებიც გამოყენებული იქნა სამუშაო ადგილამდე მისვლისა და უკან დაბრუნების მიზნით, ითვლება სამუსაო დღეებად.

5. ამ მუხლით არ იკრძალება მშრომელთათვის ჩვეულებრივი სასურსათო დახმარების გაცემა ხელფასის ნაწილის სახით იმ პირობით, რომ ეს დახმარება ტოლფასი იქნება იმ ფულადი თანხის მაინც, რომლის მაგივრადაც ხდება დახმარეის გაცემა, მაგრამ არ შეიძლება ხელფასიდან არანაირი გამოქვითვა არც გადასახადების სახით და არც მშრომელთათვის მიწოდებული პროდუქტების ტანსაცმლისთვის, ბინისთვის, აგრეთვე სამუშაო იარაღებისათვი