a) ყველა შემთხვევაში, როცა ეს შესაძლებელია, ადმინისტრაციის მიერ დანიშნულმა ექიმმა, წინასწარ უნდა დაადასტუროს, რომ მოცემული პირები არ არიან დაავადებულნი რომელიმე ინფექციური დაავადებით, შესწევთ ფიზიკური უნარი მოცემული სამუშაოსათვის და იმ პირობებისათვის, რომლებშიც ეს სამუშაო სრულდება;

b) უნდა გათავისუფლდნენ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, აგრეთვე მთელი ადმინისტრაციული პერსონალი;

c) ყველა კოლექტივში უნდა დარჩეს საოჯახო და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მოზრდილთა და შრომისუნარიან მამაკაცთა აუცილებელი რაოდენობა;

d) საოჯახო და ცოლქმრული კავშირების პატივისცემა;

2. პირველი პუნქტის „c“ ქვეპუნქტში მითითებული მიზნებისათვის წინამდებარე კონვენციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული წესები განსაზღვრავს მოსახლეობის მუდმივი შრომისუნარიანი მამაკაცების იმ რაოდენობას, რომლის ერთდროული ჩაბმა იძულებით ან სავალდებულო შრომაში შესაძლებელია, იმ პირობით, რომ ეს რაოდენობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 25%-ს.

ამ რაოდენობის განსაზღვრისას კომპტენტური ორგანო ანგარიშს უწევს მოსახლეობის სიმჭიდროვეს, მის საზოგადოებრივ და ფიზიკურ განვითარებას, წლის დროსა და იმ სამუშაოს ხასიათს, რომელიც უნდა შეასრულონ მოცემულმა პირებმა თავიანთ საცხოვრებელ ადგილას და საკუთარი სახსრებით, და ამასთან ითვალისწინებენ მოცემული კოლექტივის ნორმალური ცხოვრებისათვის საჭირო ეკონომიურ და საზოგადოებრივ მოთხოვნილებებ