2. არავითარ შემთხვევაში არ დაიშვება მშრომელთა გადაყვანა, თუ ზუსტად არ განხორციელდა ჰიგიენისა და საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული ყველა ის ღონისძიება, რომლებიც აუცილებელია მშრომელთა მოწყობისათვის და მათი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.
3. თუ ასეთი გადაყვანა აუცილებელი აღმოჩნდა, კომპეტენტურ სამედიცინო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მშრომელთა ახალ კლიმატურ პირობებთან და კვებასთან თანდათნობით შეგუებას.
4. თუ მშრომელები ჩაბმულნი იქნებიან მათთვის უჩვეულო სამუშაოს რეგულარულ შესრულებაში, უნდა განხორციელდეს ღონისძიებანი, რაც უზრუნველყოფს მათ ადაპტაციას ამ სახის სამუშაოსთან კერძოდ სწავლებასთან, სამუშაო საათებთან, დასვენების ორგანიზაციასთან, კვების გაუმჯობესებასთან ან გაზრდასთან ისე, როგორც ეს საჭირო იქნებ