ორგანიზაციის იმ წევრებმა, რომლებმაც წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია მოახდინეს, ვალდებულებას იღებენ, წინამდებარე კონვენციით განხორციელებულ დებულებათა ღონისძიებების შესახებ ყოველწლიური მოხსენებები, წარუდგინონ შრომის საერთაშორისო ბიუროს, შრომის საერთაშორისო წესდების 22-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ყველა შესაბამის ტერიტორიასთან დაკავშირებით შესაძლებლად სრულ ინფორმაციას ამ ტერიტორიაზე იძულებით ან სავალდებულო შრომის გამოყენების ზომის შესახებ, აგრეთვე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: ამ შრომის გამოყენების მიზნების შესახებ, მონაცემებს ავადმყოფობისა და სიკვდილის შესახებ, სამუშაო დღის ხანგრძლივობის, განაკვეთის და ხელფასების გაცემის წესის შესახებ, აგრეთვე ამასთან დაკავშირებულ ყველა სხვა მონაცემს.
კონვენცია იძულებითი ან სავალდებულო შრომის შესახებ
მუხლი 22
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონვენცია იძულებითი ან სავალდებულო შრომის შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „კონვენცია იძულებითი ან სავალდებულო შრომის შესახებ“, მუხლი 22. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1213036/muxli-22/