1. ყველაფერი იღონეს მშრომელთათვის სათანადო ჰიგინეური პირობებისა და აუცილებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად და რომ, კერძოდ:

a) ამ მშრომელებმა უნდა გაიარაონ სამედიცინო შემოწმება სამუშაოს დაწყებამდე და ამ სამუშაოს მიმდინარეობის პროცესში პერიოდულად;

b) გათვალისწინებული იყო საკმარისი სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფა, აგრეთვე ნებისმიერი საჭიროებისათვის აუცილებელი დისპანსერების, საავადმყოფოების, ჰოსპიტლების შექმნა და ყველა საჭირო მოწყობილობით აღჭურვა;

c) სამუშაო ადგილზე სათანადოდ არის უზრუნველყოფილი კარგი ჰიგიენური პირობები, მშრომელთა მომარაგება სასმელი წყლითა და სურსათით, სათბობით, აგრეთვე სამზარეულო აღწურვილობით და აუცილებლობის შემთხვევაში ტანსაცმლითა და ბინით.

2. მშრომელთა ოჯახების საარსებო პირობების შემსუბუქების მიზნით მიღებულია შესაბამისი ზომები, კერძოდ, მშრომელთა თანხმობით ან თხოვნით მათი ოჯახებისათვის საიმედო გზით ხელფასის ნაწილის გაგზავნა.

3. ადმინისტრაციის პასუხისმგებლობითა და მისი ხარჯით უზრუნველყოფილია მშრომელთა მგზავრობა სამუშაო ადგილამდე და უკან და რომ ადმინისტრაცია გაუადვილებს ამ მგზავრობას ტრანსპორტის ყველა ხელმისაწვდომი საშუალების შესაძლებლად ფართო გამოყენებით.

4. იმ შემთხვევაში, თუ მშრომელებმა დროებით დაკარგა შრომის უნარი ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის გამო, მისი ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ხარჯებს გაიღებს ადმინისტრაცია.

5. ნებისმიერ მშრომელს იძულებით ან სავალდებულო შრომის ვადის გასვლის შემდეგ თავისი სურვილით შეუძლია დარჩეს იმავე ადგილზე თავისუფალ დაქირავებულ მუშად. ამასთან, მას შეუძლია ორი წლის განმავლობაში თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნდეს უფასო