a) იმ ვალდებულებას, რომ შრომის ეს ფორმა გამოიყენონ მხოლოდ ადმინისტრაციის მოხელეთა მიმოსვლის გასაადვილებლად, როცა ისინი თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, ან ადმინისტრაციის ტვირთის გადაზიდვისას, ანდა მაშინ, როცა სრულიად აუცილებელია და გადაუდებელია სხვა პირების გადაყვანა, რომლებიც ადმინისტრაციის მოხელენი არ არიან;

b) მოვალეობას, ამგვარ გადაზიდვებში ჩააბას მხოლოდ ის მშრომელი მამაკაცები, რომლებსაც წინასწარი სამედიცინო შემოწმებით შესწევთ უნარი ამ სამუშაოს შესრულებისათვის, თუკი ასეთი შემოწმება შესაძლებელია. თუ შეუძლებელია, პირი, რომელიც გამოიყენებს ასეთ მუშახელს, თავისი პასუხისმგებლობით უნდა დარწმუნდეს, რომ ამ მშრომელებს შესწევთ საჭირო ფიზიკური უნარი და არ სჭირთ ინფექციური სენი;

c) იმ ტვირთის მაქსიმალურ წონას, რომელიც უნდა წაიღონ მშობლებმა;

d) მაქსიმალურ მანძილს, რომლითაც შესაძლებელია მშრომელი დაშორდეს თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილს;

e) თვეში მაქსიმალური დღეების რაოდენობას ან ნებისმიერ სხვა პერიოდს, რომლის განმავლობაში მშრომელი შეიძლება ჩაებას შრომაში, ამასთან დღეების ამ რაოდენობაში შედის საცხოვრებელ ადგილას დასაბრუნებლად საჭირო დღეებიც;

f) იმ პირებს, რომლებსაც უფლება აქვთ ჩაებან იძულებით ან სავალდებულო შრომაში, აგრეთვე ამ უფლების მოქმედების ფარგლებს.

2. წინა პუნქტის „c“, „d“, „e“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მაქსიმუმების განსაზღვრისას, ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოები მხედველობაში იღებენ ხაკითხთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტორს, კერძოდ, მოსახლეობის ფიზიკურ უნარს, მშრომელთა მიერ გასავლელი მარშრუტის ხასიათს, აგრევე კლიმატურ პირობებს.

3. გარდა ამისა, კომპეტენტური ხელისუფლება ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ მებარგულების ნორმალურმა, ყოველდღიურმა მარშრუტმა არ გადააჭარბოს მანძილს, რომელიც შეესაბამება საშუალოდ 8-საათიანი დღის ხანგრძლივობას. ამასთანავე, ამ მანძილის განსაზღვრისას მხედველობაში იღებენ არა მხოლოდ ტვირთის წონას და მარშრუტის სიგრძეს, არამედ გზის მდგომარეობასაც, წელიწადის დროსაც და ამასთან ყველა სხვა დაკავშირებულ ფაქტორს, ზეგანაკვეთურ დროს მუშაობის აუცილებლობის შემთხვევაში. ასეთი სამუშაო ანაზღაურდება ჩვეულებრივ განაკვეთზე უფრო მაღალი განაკვეთები