2. იმ შემთხვევაში ამ გაუქმებისათვის, როცა იძულებითი ან სავლადებულო შრომა მოთხოვნილი იქნება, როგორც ბეგარა და როცა იძულებითი ან სავალდებულო შრომა ადმინისტრაციული მოვალეობის შემსრულებელი უფროსების მიერ იქნება დაწესებული საზოგადოებრივი სამუშაოს შესასრულებლად, დაინტერესებული ხელისუფლება წინასწარ უნდა დარწმუნდეს, რომ:
a) სამუშაო ან სამსახური, რომლებიც უნდა შესრულდეს, წარმოადგენს იმ კოლექტივის პირდაპირ და მნიშვნელოვან ინტერესს, რომელმაც ეს სამუსაო უნდა შეასრულოს;
b) სამუშაო ან სამსახური არის აუცილებელი ამჟამად ან ახლო მომავალში;
c) მოსახლეობისათვის ამ სამსახურის ან სამუშაოს შედეგები არ იქნება მეტად მძიმე ტვირთი არსებული მუშხელის და ამ მუშახელის მიერ აღნიშნული სამუშაოს შესრულების უნარის გათვალისწინებით;
d) ამ სამუშაოს ან სამსახურის შესრულება არ აიძულებს მშრომელებს დატოვონ მათი ჩვეული საცხოვრებელი ადგილი;
e) ამ სამუშაოს ან სამსახურის ხელმძღვანელობა წარიმართება რელიგიის, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და სოფლის მეურნეობის მოთხოვნების შესაბამისა