1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომითი საქმიანობა ხორციელდება პენიტენციური კოდექსით, ამ დებულებითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის იძულება, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება დასაქმდეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში.
3. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, როგორც წესი, დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებული/მსჯავრდებული. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის შესაბამისი კვალიფიკაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს, ან როდესაც ასეთი კვალიფიკაციის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოკლე დროში მომზადება შეუძლებელია, ან როდესაც სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა, შესაძლებელია საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ იქნეს პირი, რომელიც არ არის ბრალდებული ან მსჯავრდებული.
4. საწარმოსა და სამსახურს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც საწარმო იღებს ვალდებულებას, რომ ის საქმიანობას განახორციელებს ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ასეთივე ვალდებულება ეკისრება საწარმოში დასაქმებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს. ეს ვალდებულება უნდა აისახოს მის მიერ საწარმოსთან დადებულ შრომით ხელშეკრულებაში.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების მიერ შეთავაზებული სამუშაოებიდან ამოარჩიოს მისთვის შესაფერისი სამუშაო.
6. დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებულები არიან ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო შრომის პირობები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის, უსაფრთხოებისა და საწარმოში სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
7. ბრალდებული/მსჯავრდებული შესრულებული სამუშაოსთვის იღებს ხელფასს საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის შრომის ანაზღაურების მიცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელფასი ერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე. მას ხელფასის სრული განკარგვის უფლება მიეცემა გათავისუფლებისას. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ეს თანხა თავისი შეხედულებისამებრ გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა და სხვა პირებს.
9. შრომის პირობების გათვალისწინებით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევის წესებს დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოო ობიექტებზე განსაზღვრავს მინისტრი. ეს წესები არეგულირებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამუშაოზე მისვლას, საამქროთა უფროსების ან ოსტატების მიერ ინსტრუქტაჟის ჩატარებას, მუშაობის შედეგების შეჯამებას, სამუშაო ადგილების ჩაბარებას და სხვა საკითხებს.
10. იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელთა შესასრულებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება აკრძალულია განისაზღვრება ამ დებულების №5 დანართის შესაბამისად.
11. მსჯავრდებული, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, შეიძლება ჩაირიცხოს სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესის“ შესაბამისა