1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს უფლება, წარდგენილ საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში შეიტანოს ცვლილება.
2. საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ:
ა) საბაჟო ორგანომ საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ;
ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;
გ) საქონელი წარედგინა საბაჟო ორგანოს.
3. თუ საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი არ იქნა, საბაჟო ორგანომ ეს დეკლარაცია ბათილად უნდა ცნოს:
ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე;
ბ) ამ დეკლარაციის წარდგენიდან 200 დღის გასვლის შემდეგ.
4. საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები