მუხლი 68. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის ნაცვლად საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
თავი X — საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია
საბაჟო ორგანომ შეიძლება არ მოითხოვოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა, თუ:
ა) ამ დეკლარაციით დასადეკლარირებელ საქონელზე ამავე დეკლარაციის წარდგენის ვადის ამოწურვამდე წარდგენილ იქნა საბაჟო დეკლარაცია. ამ შემთხვევაში საბაჟო დეკლარაცია სულ მცირე უნდა შეიცავდეს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს. საბაჟო დეკლარაციას ამ კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრაციამდე აქვს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის სტატუსი;
ბ) ამ დეკლარაციით დასადეკლარირებელ საქონელზე ამავე დეკლარაციის წარდგენის ვადის ამოწურვამდე წარდგენილ იქნა დროებით შენახვის დეკლარაცია. ამ შემთხვევაში დროებით შენახვის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს. დროებით შენახვის დეკლარაციას დეკლარირებული საქონლის ამ კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო ორგანოსთვის წარდგენამდე აქვს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის სტატუსი.
თავი XI. საქონლის შემოტანა და დროებით შენახ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
…შემოტანილი იყო საბაჟო გამშვები პუნქტის “როკის” გავლით, საიდანაც საქონლის შემოტანა შეწყვეტილი იყო. სასამართლომ მოპასუხის განმარტებაზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ საქონელი შეტანილი იყო საბაჟო გამშვებ პუნქტ “ჩრდილოეთში” განსაბაჟებლად საქართველოს საბაჟო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, რის გამოც საბაჟო ორგანო ვალდებული იყო განებაჟებია ტვირთი. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ფინანსური პოლიციის…
საქმე №ბს-317-454-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2003
…და სახელმწიფო საზღვრამდე მდებარეობს. ამიტომ მანქანების მიერ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის არ გადაკვეთა, საკასაციო პალატის აზრით, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ცნობაში მითითებულ ფაქტს ვერ აბათილებს. საბაჟო კოდექსის მე-7 და 68-ე მუხლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას უნდა განხორციელდეს საბაჟო გაფორმება (რეგისტრაცია) და კონტროლი, რაც ასევე…