2. თუ რომელიმე მხარე ჩათვლის, რომ მეორე მხარემ ვერ შეასრულა წინამდებარე შეთანხმების ვალდებულება, მას შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები. ამის შესრულებამდე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევისა, იგი მიაწვდის თანამშრომლობის საბოს ყველა შესაბამის ინფორმაციას, რათა სიტუაცია სრულიად შეისწავლოს ყველა მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების მისაღწევად.
ამ ზომების შერჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმას, რომელიც ყველაზე ნაკლებ ზიანს აყენებს შეთანხმების ფუნქციონირებას. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, ეს ზომები დაუყოვნებლივ ეცნობება თანამშრომლობის საბჭოს