2. თანამშრომლობის საბჭოს შეუძლია მოაგვაროს ეს სადავო საკითხირეკომენდაციის მეშვეობით.
3. იმ შემთხვევაში, როცა სადავო საკითხი არ მოგვარდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულ მხარე შეუძლია აცნობოს მეორე მხარეს მომრიგებლის დანიშვნის შესახებ; მეორე მხარემ შემდგომ უნდა დანიშნოს მეორე მომრიგებელი ორი თვის განმავლობაში. მოცემული პროცედურის შესასრულებლად გაერთიანება და წევრი სახელმწიფოები გამოვლენ დავაშიმონაწილე ერთი მხარის როლში.
თანამშრომლობის საბჭო დანიშავს მესამე მომრიგებელს. მომრიგებლის რეკომენდაციები მიღებულ იქნება ხმათა უმრავლესობით.
მომრიგებლის რეკომენდაცია შეიძლება მიღებულ იქნას უმრავლესობით. ასეთი რეკომენდაციები მხარეებისათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებენ.
4. თანამშრომლობის საბჭოს შეუძლია შეიმუშაოს პროცედურის წესები სადავო საკითხების გადასაწყვეტად