(ა) რომლებიც მიაჩნია საჭიროდ იმ ინფორმაციის დასაფარავად, რომლებიც ეწინააღმდეგება უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინტერესებს;
(ბ) რომლებიც ეხება იარაღის, აღჭურვილობის ან საბრძოლო ტექნიკის წარმოებას ან ვაჭრობას, ან კვლევას, განვითარებას და თავდაცვითი მიზნებისათვის განკუთვნილი მასალების წარმოებას, გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარი ზომები არ მიაყენებს ზიანს კონკურენციის პირობებს და და გულისხმობენ იმ პროდუქციის წარმოებას, რომელიც არ არის განკუთვნილი, კერძოდ, სამხედრო მიზნებისათვის;
(გ) რომლებიც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საკუთარი უსაფრთხოებისათვის იმ სერიოზული შიდა არეულობის შემთხვევაში, რომელიც უარყოფით გავლენას მოახდენს კანონისა და წესრიგის დაცვაზე, აგრეთვე ომის ან ისეთი საერთაშორისო დაძაბულობის დროს, რაც იწვევს ომის საშიშროებას, ან იმისათვის, რომ განახორციელონ მოვალეობები, რომლებიც იკისრეს მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების მხარდაჭერის მიზნით;
(დ) რომლებიც მიანიათ საჭიროდ სამრეწველო საქონლისა და ტექნოლოგიის ორმხრივი გამოყენების კონტროლის დროს თავიანთი საერთაშორისო მოვალეობებისა და ვალდებულებების დასაცავად