● საქართველოს მიერ გაერთიანების მიმართ გამოყენებული ზომები არ გამოიწვევს დისკრიმინაციას წევრ სახელმწიფოებს, მათ მოქალაქეებს, კომპანიებსა ან ფირმებს შორის;
● ევროპის გაერთიანების მიერ საქართველოს მიმართ გამოყენებული ზომები არ გამოიწვევს დისკრიმინაციას საქართველოს მოქალაქეებს, კომპანიებსა ან ფირმებს შორის.
2. პირველი პუნქტის დებულებები არ მიაყენებს ზიანს მხარეების უფლებას გამოიყენონ თავიანთი ფისკალური კანონმდებლობის შესაბამისი დაბეგვრის დებულებები იმ გადამხდელთა მიმართ, რომლებიც არ არიან იდენტურ სიტუაციაში, რაც დაკავშირებულია მათ ადგილსამყოფელთან