1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს უფლება, წარდგენილ საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციაში შეიტანოს ცვლილება.

2. საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ:

ა) საბაჟო ორგანომ საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ;

ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების უზუსტობა ან არასრულობა;

გ) საბაჟო ორგანომ გაუშვა საქონელი.

3. თუ საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი არ იქნა, საბაჟო ორგანომ ეს დეკლარაცია ბათილად უნდა ცნოს:

ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე;

ბ) ამ დეკლარაციის წარდგენიდან 150 დღის გასვლის შემდეგ.

4. საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები