გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებისთვის აუცილებელია:
ა) არსებობდეს გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავებულ პროდუქტში იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, გარდა:
ა.ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ც.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა;
ა.ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც გადამუშავებული პროდუქტი ამ კოდექსის 153-ე მუხლით გათვალისწინებული შემცვლელი საქონლით იცვლება;
ა.გ) ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, თუ არსებობს გამოყენებულ ეკვივალენტურ საქონელთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმების შესაძლებლობა;
ბ) გადამუშავებული პროდუქტის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ იყოს ეკონომიკურად მოგებიანი;
გ) დეკლარანტმა წარადგინოს დასაბუთებული მონაცემები:
გ.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციას;
გ.ბ) გარე გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის, გადამუშავებული პროდუქტის, ნაშთისა და ნარჩენის აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;
გ.გ) გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;
გ.დ) გადამუშავებულ პროდუქტში გადაუმუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ;
დ) გამოსავლიანობის ნორმა შეთანხმებული იყოს საბაჟო ორგანოსთა