მუხლი 148. გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენება
თავი XXV — გარე გადამუშავების პროცედურა
1. გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დროებით გატანილი საქართველოს საქონლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადამუშავების ერთი ან რამდენიმე ოპერაცია. გადამუშავებული პროდუქტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას შეიძლება იმპორტის გადასახადისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებით თავისუფალ მიმოქცევაში მოაქციოს გარე გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელმა ან საქართველოში დაფუძნებულმა პირმა, თუ მას აქვს გარე გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელის შესაბამისი თანხმობა და გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენების ყველა პირობა შესრულებულია.
2. გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონლის გატანისას ხორციელდება ის საბაჟო ფორმალობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქართველოს საქონლის გატანისთვის, ხოლო გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას − ის საბაჟო ფორმალობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისთვის.
3. ამ თავის მიზნებისთვის გამოსავლიანობის ნორმასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის 143-ე მუხლი, ხოლო გარე გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციისთვის − ამ კოდექსის 144-ე მუხლ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
…განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საბაჟო კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დროებით გატანილი…
…შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 14) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ საქონლის გარე გადამუშავებისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევა წარმოადგენს საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას. საქართველოს საბაჟო კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დროებით გატანილი…