1. საბაჟო ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა დასრულდეს შიდა გადამუშავების პროცედურა. ეს ვადა განისაზღვრება შიდა გადამუშავების პროცედურის ხანგრძლივობისა და მის დასასრულებლად საჭირო დროის გათვალისწინებით.
2. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება შიდა გადამუშავების პროცედურაში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო ამ პროცედურაში საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად მოქცევისას – მასში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან.
3. წინასწარ განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე.
4. ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადამუშავებული პროდუქტის წინასწარი ექსპორტის განხორციელების შემთხვევაში საბაჟო ორგანომ უნდა განსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს უცხოური საქონლის შიდა გადამუშავების პროცედურაში დეკლარირება. ეს ვადა უნდა იყოს არაუმეტეს 6 თვისა. ამ ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინება უცხოური საქონლის შესყიდვისა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო. აღნიშნული ვადა აითვლება შესაბამისი ეკვივალენტური საქონლისგან მიღებული გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებული ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან.
5. საბაჟო ორგანოს შეუძლია შიდა გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელის განცხადების საფუძველზე ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 12 თვისა, თუ ეს განცხადება იმავე ვადის ამოწურვამდეა წარდგენილი.
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით საქონლის გადამუშავებასთან დაკავშირებული მოქმედებისთვის ან ცალკეული საქონლის გადამუშავებისთვის შეიძლება დადგინდეს კონკრეტული ვადებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
…ზონა „-----“ მიმართა შიდა გადამუშავების ვადის (24.12.2025) გასვლის შემდეგ – 2025 წლის 27 დეკემბერს (საქონლის საბაჟო დეკლარაცია N -----). ვინაიდან მომჩივნის მიერ N ----- საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 146-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო ფორმალობები, აღნიშნული ჩაითვალა შიდა გადამუშავების პროცედურის პირობის დარღვევად და…
…ზონა „-----“ მიმართა შიდა გადამუშავების ვადის (24.12.2025) გასვლის შემდეგ – 2025 წლის 27 დეკემბერს (საქონლის საბაჟო დეკლარაცია -----). ვინაიდან შპს „-----“-ის მიერ N ----- საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 146-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო ფორმალობები, აღნიშნული ჩაითვალა შიდა გადამუშავების პროცედურის პირობის დარღვევად და…
…საქონლის სპეციალურ პროცედურაში მოქცევისათვის გათვალისწინებულ ფორმალობებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 10 ივნისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 11.06.2021წ. მუხლი 5. საქონლის გადამუშავების ვადები 1. საბაჟო ორგანო საქართველოს საბაჟო კოდექსის 146-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს შიდა გადამუშავების პროცედურის დასრულების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს. 2. ამ მუხლის…