შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისთვის აუცილებელია:
ა) გადამუშავებული პროდუქტის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ იყოს ეკონომიკურად მოგებიანი;
ბ) დეკლარანტმა წარადგინოს დასაბუთებული მონაცემები:
ბ.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციას;
ბ.ბ) შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის, გადამუშავებული პროდუქტის, ნაშთისა და ნარჩენის აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;
ბ.გ) საქონლის გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;
ბ.დ) გადამუშავებულ პროდუქტში გადაუმუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ;
გ) გამოსავლიანობის ნორმა შეთანხმებული იყოს საბაჟო ორგანოსთან;
დ) დეკლარანტმა წარადგინოს შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევ საქონელზე იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტია, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევის